თავდაცვის მინისტრი სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებს შეხვდა
17-07-2017, 07:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებს შეხვდა.

 

 

თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უწყების ხელმძღვანელმა მსმენელებს თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული რეფორმების და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია პირადად გააცნო.

 

 

თავდაცვის მინისტრმა უწყებაში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაწყვეტის გზებზე ისაუბრა. ლევან იზორიამ ყურადღება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაზე და ტოტალური თავდაცვის კონცეფციაზე გაამახვილა.

 

 

თავდაცვის მინისტრი საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, ტექნიკისა და აღჭურვილობის მოდერნიზაციას, ასევე საერთაშორისო მისიებსა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებს შეეხო.

 

 

მან ნატოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების საკითხსა და პარტნიორ ქვეყნებთან უკვე განხორციელებულ და განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა.

 

 

მინისტრმა ჰიბრიდულ ომზეც ისაუბრა და არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება.

 

 

მოგვიანებით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მსმენელებმა თავდაცვის მინისტრს კითხვები რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების, რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის, ასევე თავდაცვის უწყებაში არსებული პრობლემების შესახებ დაუსვეს.

 

 

საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებთან შეხვედრა თავდაცვის სამინისტროში გაიმართა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი