დუშეთის გამგეობამ სტიქიით დაზარალებულ შატილის თემში საკვები პროდუქტები ვერტმფრენით ჩაიტანა
17-07-2017, 11:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შატილის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტები გაუგზავნა.

 

 

 


დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, გასული კვირის ბოლოს შატილში ჩავიდნენ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ჩოხელი, გამგებლის პირველი მოადგილე ბექა ღარიბაშვილი, აგრთვე, შატილის ჰესზე შექმნილი პრობლემების შესასწავლად და მოსაგვარებლად ადგილზე იმყოფებოდნენ კომპანია „ენერგო-პროს“ ხელმძღვანელი და სპეციალისტები.

 

 

 


„მიმდინარე წლის 6-7 ივლისის სტიქიის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა დუშეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ადმინისტრაციული ერთეული, მათ შორის შატილის. სტიქიის ზონებში დაუყოვნებლივ დაიწყო და ინტენსიურად მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. შატილის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის გაწმენიდისა და აღდგენისათვის საჭირო სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს“, აცხადებენ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი