თავდაცვის მინისტრი საერთო საჯარისო ცენტრის იუბილეს დაესწრო
18-07-2017, 06:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საერთო საჯარისო ცენტრი ერთი წლის გახდა. საიუბილეო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრო.

 


საზეიმო ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა.

 

 

პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში და სამშვიდობო მისიებში გმირულად დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს პატივი მიაგეს.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ცენტრის პირად შემადგენლობას იუბილე მიულოცა, ცენტრის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და სამხედროებს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

 


მათივე განმარტებით, ღონისძიების ფარგლებში თავდაცვის მინისტრმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისა და ჯარების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისათვის მედლებით „გენერალი კვინიტაძე“ და „სამშობლოსათვის თავდადებული“ ოთხი სამხედრო მოსამსახურე პირადად დააჯილდოვა.

 


„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის პირველი, მეორე და მესამე ხარისხის მედლებით შვიდი სამხედრო მოსამსახურე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ დააჯილდოვეს.

 


დღესვე, საერთო საჯარისო ცენტრის იუბილე გამოფენით გაგრძელდა. თავდაცვის მინისტრმა და მოწვეულმა სტუმრებმა ცენტრის ინფრასტრუქტურული პროექტები, ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს.

 


წვრთნისა და სამხედრო განათლების სისტემის რეფორმის შედეგად საერთო საჯარისო ცენტრი ერთი წლის წინ ჩამოყალიბდა.

 


სასწავლო დაწესებულებაში გაერთიანებულია კაპიტნის საკარიერო, მანევრის, საბრძოლო მხარდაჭერის, საბრძოლო უზრუნველყოფის და ავიაციიასა და საჰაერო თავდაცვის სკოლები. ცენტრში პირადი შემადგენლობის მომზადება ტაქტიკურ დონეზე მიმდინარეობს.

 


საერთო საჯარისო ცენტრში უმცროს ოფიცერთა და სპეციალისტთა მომზადების 77 სასწავლო პროგრამა ხორციელდება", აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი