აბაშა - მარტვილის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 30-32 კმ მონაკვეთზე სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, პროექტის ფარგლებში სანიაღვრე არხთან ერთად გზის ორივე მხარეს მოეწყობა ტროტუარები, ასევე მოხდება მონოლითური რკინაბეტონის კიუვეტების მოწყობა, არსებული საკომუნიკაციო ჭების და ეზოში შესასვლელების შეკეთება.
მათივე ცნობით, პროექტის ღირებულება 1 447 768 ლარს შეადგენს.
სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,შარა-გზამშენი პირველი“ ასრულებს.
პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
„სამუშაოზე ამ ეტაპზე 15 ადამიანია დასაქმებული. სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო და ამავე წლის სექტემბრის თვეში დასრულდება", აცხადებენ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.