ლევან ცაბაძე: „ასპინძისთვის ტრანსფერი არ უნდა მოეხსნათ - თანხის ნახევარი მაინც რომ დაგვრჩენოდა, სერიოზული ბიძგი იქნებოდა ჩვენი ბიუჯეტისათვის“
19-07-2017, 01:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ასპინძის მუნიციპალიტეტისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერის გაუქმების შემდეგ, მისმა საბიუჯეტო შემოსავლებმა იკლო, მიუხედავად იმისა, რომ ტრანსფერის თანხები ადგილზე მოქმედი ჰიდროელექტროსადგურის ქონების გადასახადიდან მიღებული თანხებით კომპენსირდება.

 


როგორც Guardian.ge-ს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ლევან ცაბაძემ განუცხადა, შარშანდელთან შედარებით წელს მათ 100 000 ლარით ნაკლები შემოსავალი აქვთ. გამგებელი ამბობს, რომ 2017 წელს მუნიციპალიტეტს შარშანდელი ტრანსფერის ნახევარი თანხა მაინც რომ მიეღოთ, გაცილებით მასშტაბურ პროექტებს განახორციელებდნენ.

 


„წელს, ასე თუ ისე, ნორმალურად ვართ, მომავალ წელს კი, სერიოზული პრობლემა შეგვექმნება, რადგან ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერი აღარ ხორციელდება. ტრანსფერი მოიხსნა მას შემდეგ, რაც ადგილობრივი ჰესი ბიუჯეტში ქონების გადასახადს გვიხდის. რაც იყო ტრანსფერი, ჰესიდან ამ თანხაზე 100 000 ლარით ნაკლები გვერიცხება. 2 მილიონ 600 000 ლარი იყო შარშან ჩვენი ბიუჯეტი, საიდანაც ადგილობრივი იყო 700 000, ხოლო მილიონ 900 000 იყო ტრანსფერი. წელს ადგილობრივი ბიუჯეტის პარამეტრი 2 700 000 ლარია, სადაც სხვადასხვა ადგილობრივი შემოსავალიცაა და ჰესის მიერ დარიცხული ქონების გადასახადიც. გვქონდა ასეთი პრობლემა - ჰესის ქონების გადასახადიდან, რომლითაც ივსება ჩვენი ბიუჯეტი, დაზუსტება გაკეთდა და 300 000 ჩამოგვეჭრა, რის გამოც, შეიქმნა დეფიციტი და ცენტრალური ბიუჯეტიდან ავანსად მოგვიწია ამ თანხის აღება. ქონების გადასახადის დარიცხვის შემდეგ პირდაპირ ჩამოგვეჭრება ავანსად აღებული თანხა. მიმაჩნია, რომ ტრანსფერი არ უნდა მოეხსნათ, ვფიქრობ, რომ ნახევარი მაინც რომ დაგვრჩენოდა, სერიოზული ბიძგი იქნებოდა ჩვენი ბიუჯეტისთვის“, მიიჩნევს ლევან ცაბაძე, რომლის ინფორმაციითაც, 2017 წელს, ადგილობრივი ბიუჯეტით დაბა ასპინძაში კულტურის სახლის დარბაზის აღდგენა მიმდინარეობს, კეთდება დეკორატიული ღობეები და უკვე დასრულდა გარე განათებების დამონტაჟება.

 


„ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში პროექტებზე მილიონი ლარი დაიხარჯება. ზოგი პროექტი უკვე დასრულებულია, ზოგი მიმდინარეობის პროცესშია. ვაკეთებთ სოფლებისთვის სარწყულებლებს - 5 სოფლისთვის მთაში, ჯამური თანხა 380 000 ლარია - სამი წლის მანძილზე მიმდინარეობს სამუშაოები, აქ „სოფლის მხარდაჭერის პრგოგრამას“ ვიყენებდით, მაგრამ წელს, რადგან პროგრამა აღარ არსებობს, თანხის დამატება ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოგვიწია“, ამბობს ლევან ცაბაძე და იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ასახელებს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ასპინძის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ადგილობრივი მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებისათვის.

 


„წელს, ასპინძის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანია პროექტებია აგრეთვე - ორგორა-სახუდაბლის საავტომობილო გზის მშენებლობა, რომლის მესამე ეტაპი მიმდინარეობს და წელს დასრულდება. ასევე მეორე ეტაპი გრძელდება ოთის მიმართულებით რკინა-ბეტონის გზის მშენებლობის და ასევე რკინა-ბეტონის გზა კეთდება თოკი-ვარგავის მიმართულებით. ეს სოფლები, ფაქტობრივად, დაცლის პირას მყოფი სოფლებია და აუცილებელია, ელემენტარულის გაკეთება მაინც, უგზოობა კატასტროფაა. 60-იანი წლებიდან დაიწყო ამ სოფლების დაცლა და ახლა 10-10 ოჯახი თუ ცხოვრობს“, უთხრა Guardian.ge-ს ლევან ცაბაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი