ევროპის მასშტაბით, შობადობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოში დაფიქსირდა
16-04-2015, 08:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ, გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებთან დაკავშირებით, დღეს ბრიფინგი გამართა.

გაეროს მოსახლეობის ფონდმა კვლევა საქართველოში 2014 წლის მეორე ნახევარში ჩაატარა.

კვლევის შედეგების მიხედვით, ევროპის მასშტაბით, შობადობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოში დაფიქსირდა.

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი 2.0-ს შეადგენს.

„2012 წელს, როდესაც ჩვენ დავიწყეთ დემოგრაფიულ პროგრამაზე მუშაობა, ეს კოეფიციენტი შეადგენდა - 1.6-ს, 2013 წელს გახდა - 1.7, ხოლო დღეს უკვე ეს მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა 2.0-მდე“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობის დემოგრაფიული მაჩვენებლები, 2014 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, გამოაქვეყნა სტატისტიკის დეპარტამენტმაც, რის მიხედვითაც, შობადობა 4.8%-ით გაიზარდა.

როგორც გაეროს დასკვნაშია აღნიშნული, საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება გამოწვეულია ხელისუფლების მხრიდან თანმიმდევრული და ეფექტური პოლიტიკის გატარებით, რაც შობადობის გაზრდაში, აბორტების შემცირებასა და ქალთა და ბავშვთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში გამოიხატა.

დიმიტრი ხუნდაძემ დღევანდელ ბრიფინგზე ჟურნალისტებს 2 წლის მანძილზე განხორციელებული დემოგრაფიული ინიციატივებიც გააცნო.

ხუნდაძის თქმით, საქართველოს 6 რეგიონში, სადაც სიკვდილიანობა შობადობას აღემატება, ყოველ მესამე და შემდგომ ახალშობილზე 2 წლის ასაკამდე ფულადი დახმარება ბარში 150, ხოლო მთაში - 200 ლარის ოდენობით გაიცემა; მშობიარობა სახელმწიფოს მიერ ფინანსდება; გაიზარდა დეკრეტული შვებულების ვადა და ანაზღაურება; ორსული ქალებისთვის დაწესდა უფასო კონსულტაცია; ორსულ ქალებს უფასოდ ეძლევათ ფოლიუმ მჟავა და რკინა-დეფიციტური ანემიის შემთხვევაში რკინის შემცველი პრეპარატები; აბორტამდე მოსაფიქრებელი ვადა 3 დღიდან გაიზარდა 5 დღემდე; აიკრძალა სელექციური აბორტები; გამკაცრდა სასჯელი უკანონო აბორტების მიმართ; განისაზღვრა მარტოხელა მშობლის სტატუსი; კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისთვის გაიცემა ერთჯერადი დახმარება საკვებით და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით 1000 ლარის ფარგლებში.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, დემოგრაფიულ ინიციატივებზე 2 წლის მანძილზე ბიუჯეტიდან 70 მილიონზე მეტია დახარჯული.

მისივე თქმით, შვილად აყვანისა და მინდობითი აღზრდის შესახებ კანონპროექტზე და მთის კანონზე მუშაობა სრულდება.

დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მარტოხელა დედის სტატუსის მქონე პირთა რაოდენობ ადაზუსტდება, კომიტეტი მთავრობასთან ერთად სოციალურ პაკეტს შეიმუშავებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი