შს მინისტრმა აფგან მუხთარლის საქმეზე შუალედური ანგარიში წარმოადგინა
20-07-2017, 06:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე შუალედური ანგარიში წარმოადგინა.

 

 

„მიმდინარე წლის 30 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ  აფგან მუხთარლის მეუღლის ადვოკატის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება აფგან მუხთარლის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე.

 

 

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება - ამოღებული და დათვალიერებულია 46 კამერის ვიდეოჩანაწერი, მათ შორის, 10 ობიექტიდან, რომელიც მდებარეობს კოლმეურნეობის მოედანზე. ასევე, მის მიმდებარე ტერიტორიაზე დათვალიერებულ იქნა 19 კამერის ვიდეოჩანაწერი.

 

 

ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე #2-ში მდებარე სახელმწიფო ელექტროსისტემების ობიექტის ვიდეოჩანაწერში ფიქსირდება, რომ პიროვნება თეთრი მაისურით - სავარაუდოდ, აფგან მუხთარლი #4-ში სამარშრუტო მიკროავტობუსში ჯდება. გამოძიების მიერ გამოიკითხა ხსენებული სამარშრუტო მიკროავტობუსების ყველა მძღოლი, რომლებმაც განაცხადეს, რომ მათი მარშრუტი მოიცავს შემდეგ ტერიტორიას - მეტრო სადგურ „300 არაგველებიდან“ კოლმეურნეობის მოედნისა და ჭონქაძის ქუჩის გავლით, გოთუას ქუჩამდე და მათ 2017 წლის 29 მაისს საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ. გამოძიების მიერ ბარათაშვილის ქუჩაზე და მის მიმდებარედ გამოკითხა ათეულობით მოწმე - ავტოსადგომის მუშაკები, ტაქსის მძღოლები, გარემოვაჭრეები და კერძო ობიექტების დაცვის თანამშრომლები, რომლებმაც განმარტეს, რომ მიმდინარე წლის 29 მაისს არ დაუნახავთ ვინმეს მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ან ავტომანქანით გატაცების ფაქტი. ასევე არ შეუნიშნავთ სხვა რაიმე საეჭვო გარემოება.

 

 

4 ობიექტიდან, რომლებიც აფგან მუხთარლის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს, ამოღებული და დათვალიერებულია 27 ვიდეოჩანაწერი. აღნიშნულ ჩანაწერებში მოცემულ პერიოდში აფგან მუხთარლი არ ფიქსირდება. ნიაღვრისა და ჭონქაძის ქუჩებზე, ასევე მის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოკითხა 127 მოწმე, რომლებმაც განმარტეს, რომ მიმდინარე წლის 29 მაისს არ დაუნახავთ ვინმეს მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ან ავტომანქანით გატაცების ფაქტი, ასევე არ შეუნიშნავთ სხვა რაიმე საეჭვო გარემოება. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოიკითხა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის 61 თანამშრომელი, რომლებმაც განმარტეს, რომ 2017 წლის 29 მაისს ლაგოდეხის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, დედოფლის წყაროსა და სიღნაღის რაიონებში არსებულ სასაზღვრო ზოლში რაიმე სახის ინცინდენტს ან საეჭვო გარემოებას ადგილი არ ჰქონია.

 

 

სისხლის სამართლის საქმეზე სულ დაკითხულია 343 მოწმე. სასამართლო განჩინებით შპს „მაგთიკომიდან“ გამოძიებამ გამოითხოვა 2017 წლის 25 მაისდან 30 მაისის ჩათვლით აფგან მუხთარლის მფლობელობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომერზე შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხა, ასევე ინფორმაცია ტელეფონის ე.წ. IMEI კოდებისა და მომსახურე ანძების თაობაზე. გამოძიების მიერ აზერბაიჯანის შესაბამისი ორგანოებს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის მიზნით გაეგზავნათ შუამდგომლობა მათ წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის მასალების გამოთხოვისა და აფგან მუხთარლის დეტალური დაკითხვის თაობაზე. ასევე ეთხოვათ დაკითხვის დროს ქართული მხარის დასწრების შესახებ“, განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი