არქეოლოგებმა კლდეში გაკეთებულ თავშესაფარში პირველი სამხილი იპოვეს იმისა, რომ ავსტრალიის აბორიგენები კონტინენტზე სულ მცირე 65,000 წლის წინათ ცხოვრობდნენ
20-07-2017, 08:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არქეოლოგებმა პირველი სამხილი იპოვეს იმისა, რომ ავსტრალიის აბორიგენი მოსახლეობა კონტინენტზე სულ მცირე 65,000 წლის წინათ ცხოვრობდა.

 


როგორც BBC იუწყება, აღმოჩენა ცხადყოფს, რომ კონტინენტზე ადამიანების ჩასვლა 18,000 წლით უფრო ადრე მოხდა ვიდრე ეს მანამდე იყო ცნობილი.

 


არქეოლოგებმა კონტინენტის ჩრდილოეთით წარმოებული გათხრებისას, კლდეში არსებულ თავშესაფარში მიაკვლიეს დამუშავებულ ქვას, რომელიც ამ აღმოჩენის მთავარი ელემენტი გახდა.

 


არტეფაქტები, რომლებიც მკვლევარებმა გათხრების შედეგად მოიპოვეს, აღმოჩნდა ნაჯახები და ფერადი ცარცი, რომლებსაც, ფიქრობენ, რომ ხელოვნებაში იყენებდნენ.

 


ეს აღმოჩენა გაკეთდა მადჯებდებეს თავშესაფარში, კაკადუს ეროვნულ პარკთან ახლოს.

 

როგორ ცვლის ეს აღმოჩენა ჩვენს წარმოდგენას ავსტრალიის ცივილიზაციაზე?

 

ავსტრალიელი აბორიგენები მსოფლიოს უძველეს უწყვეტ ცივილიზაციად ითვლებიან.

 


მეცნიერებს შორის არსებობდა დავა იმის შესახებ, თუ როდის დასახლდნენ ეს ადამიანები ავსტრალიის კონტინენტზე. ისინი აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუნძულებიდან წყლის გავლით მიაღწევდნენ ავსტრალიამდე იმ პერიოდში, როცა წყლის დონე დღევანდელთან შედარებით გაცილებით დაბალი იყო.

 

 

ახალი კვლევის წამყვანმა ასოცირებულმა პროფესორმა ქუინსლენდის უნივერსიტეტიდან, კრის კლარკსონმა განაცხადა: „ჩვენ შევძელით დაგვედგინა ახალი თარიღი ავსტრალიის დასახლებისა და გადაგვეწია სადღეისოდ ცნობილი თარიღი, 47,000 წ., 18,000 წლით უკან.“

 


ეს ასევე ადასტურებს იმას, რომ ადამიანები კონტინენტს მიაღწევდნენ სანამ გადაშენდებოდა გიგანტური ვომბატი - ჩანთოსანი, დათვის მსგავსი ცხოველი და გიგანტური ხორცისმჭამელი გოანა (ხვლიკისებრთა ოჯახიდან).

 


რა ტექნიკა გამოიყენეს მეცნიერებმა ავსტრალიის დასახლების თარიღის დასადგენად?

 


მკვლევარებმა ნახშირბადის რადიოაქტიური იზოტოპის მეშვეობით სცადეს დაედგინათ თარიღი, თუმცა ამ ხერხს 50,000 წელზე ძველ ნივთებზე ვერ გამოიყენებდნენ.

 


ამ სირთულის გადასალახად, ჯგუფმა გამოიყენა ოპტიკურად სტიმულირებული დასხივების (OSL) მეთოდი.

 


ეს ხერხი გვიჩვენებს თუ როდის შეეხო ბოლოს მზის სხივი აღმოჩენილ მასალას. სწორედ ამ ხერხმა მიიყვანა მკვლევარები უფრო ზუსტ, აქამდე ცნობილ თარიღამდე.

 

 

 

რომელი არტეფაქტები იქნა აღმოჩენილი?

 

ასოცირებულმა პროფესორმა, კლარკსონმა BBC-სთან განაცხადა: „ჩვენ ვიპოვეთ ეს ლამაზი ქვის წვეტიანი ცულები, ერთ ბოლოში პატარა ღარებით, სადაც ფისით სახელური მაგრდებოდა. ეს აღმოჩენა ნამდვილად გვიჩვენებს, რომ იმ დროისთვის ეს ცივილიზაცია საკმაოდ დაკავებული იყო ხელოვნებით“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი