აშშ-ის მედია კომპანიამ 30 ქვეყნის 28,600 ახალგაზრდა გამოკითხა - კატასტროფულად არის შემცირებული ახალგაზრდების ნდობა რელიგიური ლიდერებისა და პოლიტიკოსებისადმი
20-07-2017, 11:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ახალგაზრდების ნდობა ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურებისადმი, როგორიც არიან პოლიტიკოსები თუ რელიგიური ლიდერები, საგრძნობლად შემცირდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, თუმცა იგივე ადამიანების უმეტესობა დიდწილად ბედნიერია, გვიჩვენებს გლობალური კვლევა.

 


„ვიაკომმა“, შეერთებული შტატების მედია კომპანიამ, 30 ქვეყნის 28,600 ადამიანის გამოკითხვა ჩაატარა, როგორც ამას სააგენტო „ფრანს პრესი“ იტყობინება და ისეთ დროს, როდესაც ქვეყნებს შორის პოლიტიკურად დაძაბული ვითარებაა და რელიგიური კონფლიქტის მოწმეები ვართ, მხოლოდ 9 პროცენტი ენდობა თავიანთ რელიგიურ ლიდერს, ხოლო პოლიტიკოსებს გამოკითხულთა მხოლოდ 2 პროცენტი.

 


2012 წელს ჩატარებულ გამოკითხვას თუ დავეყრდნობით, ჩანს რომ ნდობა რელიგიური ლიდერებისადმი შემცირდა 33 %-ით და პოლიტიკოსებისადმი - 25%-ით.

 


„ვიაკომის“ გამოკითხვამ გვიჩვენა, რომ იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც თავს ბედნიერად გრძნობენ, არ შეცვლილა და მათი რაოდენობა გამოკითხულთა 76 %-ს შეადგენს.

 


„საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა ის, რომ ადამიანი საკმაოდ სიცოხლით სავსე ცხოველია“, განაცხადა კრისტიან კურცმა, „ვიაკომის“ ვიცე-პრეზიდენტმა.

 


როდესაც ხალხს სთხოვეს განემარტათ, თუ რა იყო მათთვის ბედნიერება, ორივე გამოკითხვისას 2012 და 2017 წელსაც, გამოკითხულთა უმრავლესობამ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ყოფნა მიიჩნია ბედნიერებად.

 


მაგრამ 2017 წელს - განსაკუთრებით განვითარებულ ქვეყნებში - შემდეგი, რაც მნიშვნელოვნად იყო მიჩნეული, ეს გახლდათ დროის გამონახვის უზრუნველყოფა შვებულებისა და გართობისათვის, მაშინ როცა 2012 წელს ხალხი უფრო ფოკუსირებული იყო ფულზე.

 


კურცმა განაცხადა, რომ მან იგრძნო ადამიანების დამოკიდებულების ცვლილება გლობალური ეკონომიკურ კრიზისის კვალდაკვალ, როცა ბევრი ადამიანი თავს უძლურად გრძნობს.

 


„როდესაც შენ არ გაქვს არჩევანი, მაშინ ფოკუსირებას ახდენ ისეთ რამეებზე, რაზეც ნამდვილად გაგაჩნია კონტროლი - და ადმიანებზე, რომელთანაც ატარებ დროს, გაგაჩნია კონტროლი“, განაცხადა კურცმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი