აშშ-ის საჰაერო დარტყმების შედეგად 16 ავღანელი პოლიციელია მოკლული ჰელმანდის პროვინციაში
23-07-2017, 00:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ავღანეთის პოლიციის წარმომადგენლის სალამ ავღანის განცხადებით, პარასკევს ჰელმანდის პროვინციაში, მაშინ როცა ავღანეთის უსაფრთხოების ძალები სოფლის თალიბი მებრძოლებისაგან გაწმენდას ცდილობდნენ, შეერთებული შტატების საჰაერო დარტყმების შედეგად „16 ავღანელი პოლიციელი, მათ შორის ორი მეთაური იქნა მოკლული და ორი სხვა პოლიციელი დაჭრილი“.

 


როგორც „ფრანს პრესი“ იტყობინება, საჰაერო დარტყმა ჰელმანიდის გერეშკის რაიონში მოხდა, რომლის დიდი ნაწილიც თალიბანის კონტროლის ქვეშ იმყოფება.

 


„შეერთებული შტატების მხარდაჭერილი (ავღანური უსაფრთხოების) ოპერაცია... შენაერთში შეკრებილი მეგობარი ავღანური ძალების წარმომადგენელთა სიკვდილით დასრულდა“, განაცხადა NATO-ს მისიამ ავღანეთში.

 


„გვსურს ჩვენი უღრმესი სამძიმარი გამოვხატოთ ამ უბედური ინციდენტის მსხვერპლთა ოჯახებისადმი“, აღნიშნულია განცხადებაში. NATO მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას ჩაატარებს.

 


ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ნაჯიბ დანიშმა განაცხადა, რომ საქმის გამოძიებისა და მსხვერპლთა ოჯახების დახმარების მიზნით ადგილზე სამინისტროს დელეგაცია გაემგზავრა.

 


როგორც „ფრანს პრესი“ წერს, ჰელმანდი წლების განმავლობაში შეერთებული შტატების და ბრიტანეთის სამხედრო ძალების ინტერვენციის ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილი იყო ავღანეთში. მაგრამ თალიბანი ახლა ეფექტურად აკონტროლებს ჰელმანდის 14 რაიონიდან 10-ს, სადაც ოპიუმის უზარმაზარი მოსავალი ამბოხებულებს ფინანსურად უზრუნველყოფს.

 

 

„ფრანს პრესის“ ინფორმაციით, თებერვალში, სანგინში, შეერთებული შტატების საჰაერო დარტყმების შედეგად სულ მცირე 18 მშვიდობაინი მოქალაქე, უმეტესად ქალები და ბავშვები იქნენ მოკლული.

 


გასული წლის ნოემბერში, ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინცია ქუნდუზში ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო დარტყმებს 32 მშვიდობიანი ავღანელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 


2015 წლის ოქტომბერში, ავღანეთის საავადმყოფოზე მიყენებულმა შეერთებული შტატების საჰაერო დარტყმებმა 42 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ინციდენტმა საერთაშორისო აღშფოთება გამოიწვია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი