თიანეთის მუნიციპალიტეტში საქართველოს ეროვნული გმირის, მფრინავ ზურაბ იარაჯულის სახელობის პარკი და მემორიალი გაიხსნა
23-07-2017, 01:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თიანეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზარიძეებში საქართველოს ეროვნული გმირის, მფრინავ ზურაბ იარაჯულის სახელობის პარკი და მემორიალი გაიხსნა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, თიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა და ბიზნესმენმა თამაზ სომხიშვილმა მფრინავ ზურაბ იარაჯულის სახელობის პარკი და მემორიალი პირადად გახსნეს.

 


ღონისძიების ფარგლებში თავდაცვის მინისტრი სიტყვით გამოვიდა. ლევან იზორიამ საქართველოს ეროვნული გმირის თავდადებაზე გაამახვილა ყურადღება და მადლობა გადაუხადა თითოეულ ადამიანს, ვინც ზურაბ იარაჯულის სახელობის პარკის მშენებლობაში მიიღო მინაწილეობა.

 


დღესვე, მოწვეული სტუმრებისთვის ზურაბ იარაჯულის ფორმის და ფოტოების გამოფენა მოეწყო. საქართველოს ეროვნული გმირის პატივსაცემად კონცერტიც გამართა.

 


ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლის მოვალეობის შემსრულებელი, ვიცე-პოლკოვნიკი ზვიად ნინუა, ზურაბ იარაჯულის მეგობრები, ადგილობრივი მოსახლეობა და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

 


ზურაბ იარაჯული 1972 წლის 12 მარტს თბილისში დაიბადა. მერვე კლასში ზურაბი და მისი რამდენიმე მეგობარი აეროკლუბში გაწევრიანდნენ და ბოლნისში თვითმფრინავებს პირველად გაეცნენ. მან მისაღები გამოცდები ოჯახისგან მალულად ჩააბარა და 1988 წელს რუსეთში კაჩას უმაღლეს სამხედრო-საფრენოსნო სასწავლებელში მოხვდა.

 


1989 წლის 9 აპილის ტრაგედია ზურაბმა მტკივნეულად განიცადა. ის რუსეთში აღარ გაჩერდა და საქართველოში დაბრუნდა. მან სუ-25 ტიპის მოიერიშე თვითმფინავებზე გადამზადება გაიარა და კოპიტნარში პილოტად დაინიშნა. ამ დროს აფხაზეთის ომი აქტიურ ფაზაში შევიდა. 22 წლის ზურაბ იარაჯულმა 25-მდე საბრძოლო გაფრენა განახორციელა, ბოლო კი, 1993 წლის 13 ივლისს იყო, როდესაც აფხაზეთში, სოფელი შრომა რუსული სამხედრო შენაერთებისგან იბომბებოდა. საჭირო იყო სწრაფი და ეფექტური ქმედება. ამ დღეს ზურამ რამდენიმე გაფრენა წარმატებით განახორციელა. მისმა ზუსტმა ქმედებამ საქართველოში შემოჭრილ მტერს უკან დაახევინა. თუმცა მალევე აქტიური მოქმედება აუცილებელი გახდა. ზურაბ იარაჯული კოპიტნარიდან შევსებული შეიარაღებით აფრინდა. ეს მისი ბოლო საბრძოლო მისია აღმოჩნდა.

 


ზურაბ იარაჯულის სუ-25 მოიერიშეს რუსი სამხედრობის მიერ იგლას ტიპის გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსიდან გაშვებული სითბური საზენიტო რაკეტა მოხვდა.

 


ცეცხლმოკიდებული სუ-25-დან ზურაბ იარაჯული პარაშუტით გადმოხტა. ქარმა პარაშუტი მოწინაღმდეგის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე წაიღო. სამი დღის განმავლობაში კატაპულტირებული პილოტი მტრის ზურგიდან ფრონტის ხაზის გადაკვეთას და სამშობლოში დაბრუნებას ცდილობდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ გუმისთის ტყეში აფხაზმა სეპარატისტებმა და ჩეჩენმა მებრძოლეებმა ზურაბ იარაჯული ალყაში მოაქციეს. ზურას დანებება შესთავაზეს, მაგრამ მან ტყვეობაზე უარი თქვა. მან მტერს მედგარი წინააღმდეგბა გაუწია და ორი მოწინააღმდეგე მოკლა, ერთი მებრძოლი კი დაჭრა. 22 წლის მფრინავი, კაპიტანი იარაჯული ადგილზე გმირულად დაიღუპა. 1993 წლის 27 ივლისს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა და ზურას მამამ გმირი შვილი საქართველოში ჩამოასვენა. 2013 წლის 19 სექტემბერს ზურაბ იარაჯულს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

 


ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი