გიორგი კვირიკაშვილი: „მინდა, მადლობა გადავუხადო მის უწმინდესობას იმისთვის, რომ მან უამრავ ქარტეხილში ხელში აყვანილი და გულში ჩახუტებული გამოატარა ჩვენი ერი“
23-07-2017, 07:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სოფელ სნოში, შიოლა ღუდუშაურის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ტერიტორიაზე 34 ნომრიანი ახალი სასტუმრო გაიხსნისას გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც ღონისძიებას მეუღლესთან ერთად დაესწრო, განაცხადა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ „უამრავ ქარტეხილში ხელში აყვანილი და გულში ჩახუტებული გამოატარა ჩვენი ერი“.

 


მან ასევე თქვა, რომსაქართველოს ეკლესიას უდიდესი ძალა გააჩნია, რომლის გამოყენებით ჩვენმა ერმა მოახერხა გადარჩენილიყო საუკუნეების განმავლობაში და შეენარჩუნებინა იდენტობა.

 


„მე ძალიან კარგად მახსოვს 1977 წლის 25 დეკემბერი, როდესაც მქონდა ბედნიერება, დავსწრებოდი მისი უწმინდესობის აღსაყრდებას. მაშინ 10 წლის ვიყავი. ოთხი ათწლეული გავიდა მას შემდეგ და მინდა, როგორც ერთმა ქრისტიანმა ადამიანმა, მადლობა გადავუხადო მის უწმინდესობას, იმისთვის, რომ მან უამრავ ქარტეხილში ხელში აყვანილი და გულში ჩახუტებული გამოატარა ჩვენი ერი. ჩვენი ერისთვის ეკლესიას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მართლმადიდებლურ რწმენას არ აქვს მხოლოდ რელიგიური დანიშნულება. ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ჩვენი ეკლესია ისეა გადაწნული ერთმანეთში, როგორც წმინდა ნინოს ჯვარი იყო შეკრული წმინდა ნინოს ნაწნავით. სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს სახელმწიფო და ეკლესია არის დამოუკიდებელი, საქართველოში სეკულარიზმი თავისი კლასიკური გაგებით უადგილოა და ვფიქრობთ, რომ ჩვენს ერში არსებობს მოდელი, რომელიც არის უნიკალური მსოფლიოში. ამ მოდელის განმტკიცებისთვის მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პატრიარქს, რომლის სიტყვასაც უდიდესი ძალა აქვს მთელი ერისთვის“, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი