თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე „ქართველთა მარშის“ მხარდამჭერებმა „ევროპული საქართველოს“ აქციის მონაწილეებს კვერცხები და წყლის ბოთლები ესროლეს
23-07-2017, 12:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე „ქართველთა მარშის“ მხარდამჭერებმა, რომლებიც სკანდირებდნენ „მოღალტე“, „ევროპული საქართველოს“ მიერ მოწყობილი აქციის მონაწილეებს კვერცხები და წყლის ბოთლები ესროლეს, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია აქციის მსვლელობისთვის. აქციაზე ასევე მიტანილი ჰქონდათ ცოცხები. 

 


აღნიშნულ ინციდენტამდე „ქართველთა მარშის“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა სანდრო ბრეგაძემ მის მხარდამჭერებს მოუწოდა, გაეთვალისწინებინათ საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და არ გაემართათ აქცია აღმაშენებლის გამზირზე, თუმცა „ქართველთა მარშის“ ერთი ნაწილი მის მოწოდებას არ დაეთანხმა.

 


საქართველოს საპატრიარქომ კვირას, დღის მეორე ნახევარში მოუწოდა „ქართული მარშის“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს თავი შეეკავებინათ დაგეგმილი აქციებისაგან და ამით აერიდებინათ დაპირისპირება.

 

 

ამ დროისთვის „ევროპული საქართველოს“ მიერ მოწყობილი აქცია დასრულებულია, თუმცა აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი მარჯანიშვილის მოედანთან რჩება, შესაბამისად, აღმაშენებლის გამზირზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა ჯერ არ აღდგენილა. ადგილზე რჩებიან პოლიციის ძალებიც. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი