საშინელი ტრაგედია ტეხასში: მცხუნვარე სატვირთო ავტომანქანაში 8 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს, ათეულობით გადარჩენილი კი საავადმყოფოებშია გადაყვანილი
24-07-2017, 00:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შტატ ტეხასში პოლიციამ სატვირთო ავტომანქანის მძღოლი დააპატიმრა მას შემდეგ, რაც ვოლმარტის მანქანების პარკირებაზე მისი სატრანსპორტო საშუალების უკანა ნაწილში 8 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს.

 


იმიგრაციის და საბაჟო სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, მოგვიანებით მეცხრე ადამიანი ადგილობრივ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 


ავტომისაბმელში სხვა 30 ადამიანი კონდიცირების და წყლის გარეშე იმყოფებოდა მაშინ, როცა გარეთ ტემპერატურა 38 ცელსიუსს ურტყამდა.

 


პოლიცია დარწმუნებულია, რომ ინციდენტი ადამიანების კონტრაბანდასთან არის კავშირში.

 

 

როგორც BBC იუწყება, სატვირთო ავტომანქანაში მყოფთაგან 20 ადამიანი საავადმყოფოში საჰაერო ტრანსპორტით გადაიყვანეს და დანარჩენი 8 სხვა საშუალებებით იქნა ჰოსპიტალიზებული.

 


სან ანტონიო მექსიკა-აშშ-ის საზღვრიდან რამდენიმე საათის სავალზეა და შეერთებული შტატების იმიგრაციის დეპარტამენტი ცდილობს დაადგინოს მსხვერპლთა კანონიერი სტატუსი.

 


სან ანტონიოს პოლიციის ხელმძღვანელის, უილიამ მაკმანუსის განცხადებით მძღოლს ბრალი „საშინელ ტრაგედიასთან“ კავშირში წარედგინება. მან თქვა, რომ სატვირთო ავტომანქანაში ნაპოვნი ადამიანები სკოლის ასაკიდან მოყოლებული 30-40 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს განეკუთვნებიან.

 


ადგილობრივი სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსმა ჩარლზ ჰუდმა განაცხადა, რომ გადარჩენილების გულის ცემა წუთში 130-ს შეადგენდა და შეხებისას ისინი ძალიან ცხელები იყვნენ. საავადმყოფოში გადაყვანილი 28 ადამიანიდან 20-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი