თბილისის მერია: გაბილეთიანების სისტემის მოდერნიზაციის კონკურსის მეორე ეტაპზე 2 კომპანია გადავიდა
24-07-2017, 09:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერიის სპეციალურმა კომისიამ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის მოდერნიზაციისთვის გამოცხადებული კონკურსის პირველ ეტაპზე გამარჯვებულები გამოავლინა.

 

 

თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, დედაქალაქის მთავრობა უახლოეს სხდომაზე აუქციონის თარიღს გამოაცხადებს, სადაც მეორე ეტაპზე გადასული კომპანიები – „თი ბი სი ბანკი“ და „საქართველოს ბანკი“ მიიღებენ მონაწილეობას.

 

 

კონკურსის პირობების თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს: ყველა ტიპის ქართული საბანკო და VISA და MasterCard უცხოური ბარათებით მგზავრობის საფასურის გადახდის დანერგვა. ასევე, უნდა შეიქმნას სპეციალური მობილური აპლიკაციები მგზავრობის დაგეგმვის, ბილეთის შეძენის ფუნქციებით. ამავდროულად, ბილეთის ნაღდი ფულით ყიდვა და სამგზავრო ბარათების გამოყენებაც იქნება შესაძლებელი.

 

 

მათივე თქმით, შპს „სატრანსპორტო კომპანია“ მართვისა და დისპეჩერიზაციის უახლესი ტექნოლოგიებით აღიჭურვება. მიწისზედა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადგილმდებარეობის დადგენის სისტემები დაინერგება, რაც მოძრაობის გრაფიკის კონტროლსა და კორექტირებას უზრუნველყოფს.

 

 

„უახლოეს ხანში თბილისელებს მგზავრობის საფასურის გადახდისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მართვის თანამედროვე და სრულყოფილი სისტემები ექნებათ. ეს კი, მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობას მეტად კომფორტულსა და მიმზიდველს გახდის", გაანცხადა თბილისის მერმა.

 

 

აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიამ ახალი სისტემები მაქსიმუმ ერთ წელიწადში უნდა დანერგოს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი