პრემიერ მინისტრი იერუსალიმში JVP-ის სათავო ოფისში იმყოფებოდა
25-07-2017, 05:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ისრაელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო ფონდ Jerusalem Venture Partners (JVP)-ის სათავო ოფისში იმყოფებოდა.

 


JVP-ის ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნოა სეგრემ და ფონდის წარმომადგენლებმა პრემიერ მინისტრს დეტალურად გააცნეს თავიანთი საქმიანობის მიმართულებები და სპეციფიკა.

 


მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები. JVP-ის წარმომადგენლებმა საქართველოსთვის გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვეს. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარება საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია. პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საქმიანობის, დამწყები ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებისა და საქართველოს ტექნოლოგიური პარკის საქმიანობის შესახებ.

 


ვენჩურული კაპიტალის საერთაშორისო ფონდი Jerusalem Venture Partners (JVP), რომლის სათავო ოფისი იერუსალიმში მდებარეობს, დაფუძნებულია 1993 წელს და ძირითადად, ორიენტირებულია დამწყებ კომპანიებში ინვესტირებაზე - ციფრული მედიის, საწარმოების პროგრამული უზრუნველყოფის, სასაწყობე მეურნეობების და კიბერუსაფრთხოების განვითარების მიმართულებით.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი