თავდაცვის სამინისტროში „ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონის“ პრეზენტაცია გაიმართა
25-07-2017, 06:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ პირველი „ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონის“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრო.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ლევან იზორიამ ქართველ სამხედროებს, სამხედრო სფეროთი დაინტერესებულ საზოგადოებას პირველი „ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონის“ გამოცემა მიულოცა.

 

 

„გამოცემის მიზანი არა მხოლოდ სამხედრო ტერმინების სისტემატიზება, არამედ ნატოს წევრ, ასევე პარტნიორ ქვეყნებში დამკვიდრებულ და ქართული სამხედრო ტერმინების სინქრონიზაცია იყო. ინსტიტუციური განვითარების პროცესში განათლებას, კერძოდ, სამხედრო განათლებას უპირატესობა ენიჭება", აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

 

 

ლევან იზორიამ პირველ სამხედრო ენციკლოპედიურ ლექსიკონზე მომუშავე ჯგუფის წევრებს მადლობა გადაუხადა იმ შრომატევადი საქმისთვის, რომელიც სამხედრო მეცნიერების განვითარების საფუძვლად იქცა.

 


ღონისძიების ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროსა და „ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონის“ სარედაქციო ჯგუფს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და გამოცემის მთავარმა რედაქტორმა, გენერალ-მაიორმა ელგუჯა მეძმარიაშვილმა მოაწერეს. მემორანდუმის თანახმად, თავდაცვის სამინისტრო „ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონის“ გაციფრულებას უზრუნველყოფს და წიგნის ელექტრონულ ვერსიას უწყების ახალ ვებგვერდზე განათავსებს.

 

 

„პრეზენტაციაზე გამოცემის შინაარსობრივ მხარეზე აკადემიკოსმა, გენერალ-მაიორმა ელგუჯა მეძმარიაშვილმა ისაუბრა. მისი განმარტებით, წიგნში განხილულია სამხედრო დარგის პროცესების სტრუქტურული და სისტემური კატეგორიები, სამხედრო სტრატეგიის, ოპერატიული ხელოვნებისა და ტაქტიკის ტერმინები, სამხედრო თანამედროვე ტექნოლოგიები და დარგისათვის დამახასიათებელი სხვა სპეციფიკური ტერმინები და განმარტებები.

 

 

სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონის შესახებ მთავარი რედაქტორის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა თენგიზ შუბლაძემ, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა მანანა მიქაბერიძემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა და ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ ისაუბრეს. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები - ნუკრი გელაშვილი, ზაალ კაპანაძე, გიორგი ბუთხუზი, ასევე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე და თავდაცვის უწყების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

 


ენციკლოპედიური ლექსიკონზე აკადემიკოს, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილთან ერთად, სარედაქციო ჯგუფი - გენერალ-მაიორები თენგიზ შუბლაძე და ვახტანგ კაპანაძე, ასევე სხვა ავტორები და შემდგენლები მუშაობდნენ.

  


სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონის მომზადებაში წვლილი თავდაცვის უწყების, ასევე ქართული ენციკლოპედიის ირ. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქციისა და არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა შეიტანეს.

 


„ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონის“ შექმნას საფუძვლად დაედო სსიპ ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდი) საგრანტო პროექტი.", აღნიშნულია თავდაცვის სმაინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი