ლეილა მუსტაფაევა: პროკურატურაში გამოკითხვისას, იგივე კითხვები დამისვეს, რაც თავის დროზე პოლიციამ დამისვა - მე ყველა კითხვას განმეორებით პასუხი გავეცი
25-07-2017, 08:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა დღეს მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

 

 

როგორც გამოკითხვიდან გამოსულმა მუსტაფაევამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, „იგივე კითხვები დამისვეს, რაც თავის დროზე პოლიციამ დამისვა. მე ყველა კითხვას განმეორებით პასუხი გავეცი".

 

 

„მათ ასევე შევახსენე, რომ პოლიცია ასე სვამდა კითხვებს, თუმცა, შემდეგ არაფერი გაუკეთებიათ. მთავარი, რაც მათ ვთხოვე იყო ის, რომ გამოიძიონ თუ რატომ არის, რომ კამერები ჩვენი სახლიდან საზღვრამდე არ მუშაობდა, ვინ იყო ამაზე პასუხისმგებელი, რატომ გადაკვეთა აფგან მუხთარლიმ საზღვარი უპასპორტოდ, რატომ არ შეაჩერა ის სასაზღვრო პოლიციამ. ვთხოვე სწრაფი და ობიექტური გამოძიება ჩაატარონ. მალე დავინახავთ, აქვთ თუ არა ამისი ნება.... დამატებით მათ მივმართე, რომ გამოავლინონ ის სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ აფგან მუხთარლის გატაცებაში, რომ მოხდეს მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და დაკითხვა “, განაცხადა მუსტაფაევამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი