26 ავღანელი ჯარისკაცი იქნა მოკლული ყანდაღარის სამხედრო ბაზაზე თალიბანის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად
26-07-2017, 13:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ავღანეთის თავდაცვის სამინისტრომ ოთხშაბათს განაცხადა, რომ სულ მცირე 26 ჯარისკაცი დაიღუპა სამხრეთ ყანდაღარის პროვინციის სამხედრო ბაზაზე თალიბანის მიერ განხორციელებული თავდასხმისას. ინფორმაციას „ფრანს პრესი“ ავრცელებს.

 


ავღანურმა საჰაერო ძალებმა განაცხადა, რომ მან სახმელეთო ბრძოლაში, რომელიც გვიან სამშაბათს დაიწყო და ოთხშაბათს დილით დასრულდა, საათების განმავლობაში ჩართული ჯარისკაცების მხარდასაჭერად დარტყმები განახორციელა.

 


თავდაცვის მინისტრის სპიკერმა, გენერალმა დავლათ ვაზირიმ განაცხადა, რომ დაახლოებით 13 ჯარისკაცი დაშავდა ბრძოლის დროს. ავღანური ძალები „მამაცურად ეწინააღმდეგებოდნენ“ მტერს. მანვე დაამატა, რომ დაახლოებით 80 მეამბოხე შეეწირა ამ თავდასხმას.

 


„ფრანს პრესის“ ცნობით, სამხედრო ბაზა იმყოფებოდა მოწყვეტილი ქარძალის მხარეში, ხაკრეზის გარეუბანში, სადაც თალიბანს ეკავა ვრცელი ტერიტორია.

 


„ჩვენ განვახორციელეთ რამოდენიმე საჰაერო თავდასხმა და ათეულობით მეამბოხე დავხოცეთ. სამაშველო ვერტმფრენებს დაჭრილი მეომრები ყანდაღარის საავადმყოფოში გადაჰყავდათ“, განაცხადა გენერალმა რაზიქ შირზაიმ, პროვინციული საჰაერო ძალების სარდალმა.

 


ერთ-ერთი მთავარი სამხედრო წყაროს თქმით, 12 ან მეტი ჯარისკაცი კვლავ დაკარგულად ითვლება. მანვე ეს თავდასხმა აღწერა როგორც „ძალიან ძლიერი თავდასხმა“.

 


მეამბოხეებმა უკან დახევისას მოიპარეს იარაღი და ავტომობილები, თქვა მან.

 


ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მათ გაიგეს საჰაერო დაბომბვის ხმები და დაამატეს, რომ თალიბანის 30 მეამბოხეთა ჯგუფი სხვადასხვა მხრიდან ესხმოდა თავს ბაზას.

 


მეამბოხეებმა თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ტვიტერის“ მეშვეობით აიღეს.

 


როგორც SIGAR-ში (ავღანური რეკონსტრუქციის სპეციალური სადამკვირვებლო სააგენტო) აღნიშნეს, ავღანურ თავდაცვის ძალებში მსხვერპლი 2016 წლისთვის 35% გაიზარდა, დაღუპულია 6,800 ჯარისკაცი და პოლიციელი.

 


მეამბოხეებმა უფრო ძლიერი თავდასხმები განახორციელეს 2017 წელს. ავღანური რეკონსტრუქციის სპეციალური სადამკვირვებლო სააგენტო წლის დასაწყისში მომხდარ საბედისწერო ინციდენტების რაოდენობას „შოკისმომგვრელად მაღალს“ უწოდებს.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი