გიორგი კვირიკაშვილი: ისრაელში შედგა ძალიან მნიშვნელოვანი, ნაყოფიერი ვიზიტი, რომელსაც აუცილებლად ექნება კონკრეტული შედეგები
27-07-2017, 02:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ისრაელში შედგა ძალიან მნიშვნელოვანი, ნაყოფიერი ვიზიტი, რომელსაც აუცილებლად ექნება კონკრეტული შედეგები, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა გააკეთა.

 

 

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმა ისრაელის პრემიერ მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, პრეზიდენტ რუვენ რივლინსა და ქნესეთის თავმჯდომარესთან, იული ედელშტეინთან, ასევე - იერუსალიმისა და პალესტინის პატრიარქ თეოფილოს III-თან გამართულ ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ განხილული იყო ორმხრივი ურთიერთობის არაერთი მიმართულება.

 


„ისრაელმა, რომელსაც გააჩნია ძალიან მსგავსი გამოწვევები უსაფრთხოების კუთხით, დროის მოკლე მონაკვეთში შეძლო, აეშენებინა ნამდვილად ძლიერი სახელმწიფო. ვფიქრობთ, გამოცდილება, რომელიც არსებობს, გამოსაყენებელია აუცილებლად. ჩვენ დღეს გვაქვს ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, უსაფრთხოების, ინოვაციების განვითარების კუთხით. თითოეული ამ მიმართულებით დაიგეგმა კონკრეტული აქტივობები", განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

 


გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, შემოდგომისთვის დაიგეგმა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა საქართველოში. ასევე, საქართველოს მთავრობის მეთაურმა პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ საქართველოში მოიწვია.

 


„მოგეხსენებათ, დღევანდელ მსოფლიოში ბატონი ნეთანიაჰუ გახლავთ ერთ-ერთი ნამდვილად გამორჩეული პოლიტიკური ლიდერი და მისი ჩამოსვლა ბიზნესდელეგაციასთან ერთად, ვფიქრობთ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სტიმული ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების კუთხით. დაპატიჟება იქნა მიღებული და ჩვენ უნდა ველოდოთ ამ ვიზიტს, რომელიც, ვფიქრობთ, სრულიად ახალ ბიძგს მისცემს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს", აღნიშნა პრემიერმა.

 


გიორგი კვირიკაშვილმა ისრაელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქართველ ებრაელებთან გამართულ „ძალიან თბილ და საქმიან შეხვედრაზეც" ისაუბრა.

 


პრემიერ მინისტრის შეფასებით, ეს ადამიანები, რომლებსაც საქართველოსთან ძალიან ბევრი რამ აკავშირებთ, ძალიან მნიშვნელოვანი რესურსია ორმხრივი ურთიერთობების განვითარების კუთხით. გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას მათ გამოთქვეს სურვილი, ჩაერთონ ინვესტიციების თუ სხვა კუთხით თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი