ბიძინა ივანიშვილი: „ზოგჯერ ყველაზე პროფესიონალი ჟურნალისტი თუ ანალიტიკოსი ყველაზე ურცხვად ტყუის“
04-02-2014, 12:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქის" პრეზენტაციისას ბიძინა ივინაშვილმა ყურადღება გაამახვილა მედიის როლზე. მან განაცხადა, რომ მასმედიას ლომის წვლილი აქვს საზოგადოების ჩამოყალიბებაში და აქიდან გამომდინარე ის მზად არის დაეხმაროს მედიას.

 


"ასევე დაგეგმილი გვაქვს ახალი ანალიტიკოსების მომზადება და დაფინანსება, დავეხმარებით გრანტებით, რომ მედიას სრულყოფილი ანალიზის უნარი ჰოქნდეს." განაცხადა ივანიშვილმა.

 


მისი თქმით, "ბიძინა ივანიშვილი: „ზოგჯერ ყველაზე პროფესიონალი ჟურნალისტი თუ ანალიტიკოსი ყველაზე ურცხვად ტყუის“.

 

 

"პერმანენტული კვლევები ჩატარდება მედიის ობიექტურობის დასადგენად, ამ საქმეში უცხოელი სპეციალისტებიც იქნებიან ჩართული. ამით მედიის ხარისხის ამაღლებას შევუწყობთ ხელს, რითაც გაიზრდება ჟურნალისტების პასუხისმგებლობა. როცა არჩევნების დროს ხდებოდა მონიტორინგი მედიასაშუალებებისა, მაშინ მათი ობიექტურობის ხარისხიც მეტი იყო." – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

ივანიშვილმა "მოქალაქის" პრეზენტაციისას ეკონომიკის საკითხებზეც ისაუბრა და განაცხადა: "ძირითადი ყურადღების ცენტრი იქნება ეკონომიკა, რადგან საზოგადოების ხერხემალი დასაქმებული მოქალაქეა, რომელსაც შეუძლია ღირსეულად არჩინოს ოჯახი. ძლიერი ოჯახია სწორედ სამოქალაქო საზოგადოების სიძლიერის საწინდარი."
ივანიშვილმა რამდენიმე ახალი არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნებისა და მათი "ქართუ ფონდიდან" დაფინასების სურვილიც გამოხატა. დაფინანსების სავარაუდო თანხა მაქსიმუმ 50 000 ლარი იქნება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი