ხუდადოვის ტყე-პარკში დასუფთავების აქცია გაიმართა
27-07-2017, 06:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილსერვის ჯგუფის ორგანიზებით, ჩუღურეთის რაიონში - ხუდადოვის ტყე-პარკში, დასუფთავების აქცია გაიმართა.

 

 

დასუფთავების სამუშაოებს თბილისის მერი მოადგილესთან ერთად გაეცნო. მერიის ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, ხუდადოვის ტყე-პარკი წლების განმავლობაში დაგროვილი სამშენებლო და სხვა სახის ნარჩენისგან სრულად გასუფთავდა, ხოლო შეგროვებული ნარჩენის გატანა სპეციალური ტექნიკის საშუალებით განხორციელდა.

 

 

დავით ნარმანიას განცხადებით, აღნიშნული ღონისძიებების შედეგად, ტერიტორიის რეკრეაციული ფუნქცია გაუმჯობესდება.

 


„იწმინდება ტერიტორია სამშენებლო ნარჩენებისგან,რომელიც 90-იანი წლებიდან იყრებოდა ამ ტერიტორიაზე. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ შემდგომი 10 დღის განმავლობაში სრულად გავასუფთავებთ ამ ტერიტორიას და მისი რეკრეაციული ფუნქცია კიდევ უფრო გაუმჯობესდება და გაიზრდება.

 

 

გასულ წელს ჩვენ აქ ასევე მასობრივი გამწვანების ღონისძიებები ჩავატარეთ, რომლის შედეგადაც 10 000-მდე ხე-მცენარე დაირგო. ამასთან ერთად სამუშაოების დასრულების შემდეგ გავაგრძელებთ ანალოგიურ სამუშაოებს აღმაშენებლის ხეივანზე, სადაც ტერიტორია მოსწორდება დ მომზადდება იმისათვის, რომ საშემოდგომოდ ასევე საკმაოდ ბევრი ხე -მცენარე დავრგოთ და კიდევ უფრო მეტი სიმწვანე შევძინოთ ქალაქს. ამიტომ ქალაქის ყველა სამსახურია მობილიზებული და მაქსიმალურად ინტესიურად მუშაობენ", განაცხადა დავით ნარმანიამ.

 


აქციაში მონაწილეობა „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა მიიღეს. ადგილზე მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკაც.

 


ღონისძიებას თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი გოგა წერეთელი და ჩუღურეთის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე ესწრებოდნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი