გიორგი მარგველაშვილი უცხოური მედიის წარმომადგენლებს შეხვდა
27-07-2017, 06:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს საქართველოში აკრედიტებული უცხოური მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საუბრის ძირითადი თემა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტი, საგარეო ურთიერთობები და რუსული აგრესია იყო.

 


როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, მაიკ პენსის ვიზიტი ნათლად აჩვენებს ამერიკის ინტერესს და მხარდაჭერას ქართველი ერისა და სახელმწიფოსადმი.

 


გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, აშშ-ის კონგრესმა მიიღო საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაციები, ისევე როგორც კანონმდებლობა, რომელიც აძლიერებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას, ასევე მხარს უჭერს საქართველოს შემდგომ განვითარებას.

 


„ეს არის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რომელსაც ვხედავთ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. მოხარულები ვართ, რომ წლის დასაწყისიდანვე გვქონდა აშშ-ის პოლიტიკური ლიდერების დელეგაციათა მნიშვნელოვანი ვიზიტები და, რა თქმა უნდა, საქართველოში ვიცე პრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვანი და საკვანძო მოვლენაა, რომელიც აჩვენებს ჩვენს თანამშრომლობასა და მხარდაჭერას, ასევე ადასტურებს, რომ ქართველი სამხედროები ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებთან ერთად დგანან არა მხოლოდ საერთაშორისო მისიებში, არამედ ქართულ მიწაზეც.

 


წვრთნები, აღჭურვა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესება აშშ-ის დღის წესრიგის ძალიან მნიშვნელოვანი და ინტენსიური ნაწილია.

 


ვფიქრობ, რომ გვექნება შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ის თანამშრომლობა და ერთიანობა, რომელიც საქართველო-ამერიკას შორისაა.

 


რა თქმა უნდა, ეს საქართველოს შემდგომი განვითარების, დემოკრატიული პროცესის განუყოფელი ნაწილია და მჯერა, რომ ამ თვალსაზრისით, საქართველოს ევროკავშირის, ნატოსა და ინტეგრაციის პროცესების მიმართულებით გადადგმული მტკიცე ნაბიჯები, კიდევ უფრო მხარდაჭერილი იქნება კიდევ უფრო ამბიციური გეგმებით, რომელსაც საქართველო უახლოეს მომავალში გააცხადებს“, აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

 


ჟურნალისტები ამერიკა-საქართველოს და რუსეთ - საქართველოს ურთიერთობით, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების მიმდინარეობით, რეგიონში უსაფრთხოების გარემოთი, საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტით და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოქალაქეობის საკითხით დაინტერესდნენ.

 


შეხვედრას ესწრებოდნენ BBC -ის , Reuters-ის, Associated Press-ის (AP), Associated France Press-ის (AFP), Anadolu Agency-ის, Al Jazeera-ს, ამერიკის ხმის, რადიო თავისუფლების, Кавказский Узел-ის НТВ-ის, RTVi-ს, Starvision-ის წარმომადგენლები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი