ჯასტინ ბიბერის მანქანამ ფეხით მოსიარულეს დაარტყა - 23 წლის მომღერალი „გადმოვიდა მანქანიდან და ცდილობდა პირველადი დახმარების გაწევას“
27-07-2017, 11:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

როგორც პოლიციამ BBC-სთან განაცხადა, ჯასტინ ბიბერი ფეხით მოსიარულეს მანქანით დაეჯახა. ვიდეოში ჩანს როგორ ეჯახება ცნობილი მომღერლის მანქანა ფეხით მოსიარულე ადამიანს, რომელიც გავრცელებული ცნობით ფოტოგრაფია.

 


ბევერლი ჰილსის პოლიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ავტომობილი შეჯახებისას „უკიდურესად დაბალი სიჩქარით“ გადაადგილდებოდა.

 


BBC 23 წლის მომღერლის გუნდს კომენტარისთვის დაუკავშირდა.

 


ბევერლი ჰილსის პოლიციის დეპარტამენტის სერჟანტმა, მათიუ სტაუტმა განაცხადა: „ადგილობრივი დროით 9-ის 24 წუთზე ჩვენ მივიღეთ შეტყობინება ჰამილტონ დრაივზე ფეხით მოსიარულეს და ავტომობილის დაჯახების შესახებ.“

 


„როდესაც მომხდარის ადგილას მივედით, 57 წლის ადამიანი მიწაზე დაგვხვდა. იგი გადაიყვანეს ადგილობრივ საავადმყოფოში სიცოცხლისთვის უსაფრთხო დაზიანებებით.“

 


„ჯასტინ ბიბერი ადგილზევე გაესაუბრა ოფიცრებს და პოლიციამ მომღერალი აღარ დააკავა.“

 


ჯასტინ ბიბერი, როგორც სერჟანტმა სტაუტმა განაცხადა, „გადმოვიდა მანქანიდან და ცდილობდა პირველადი დახმარების გაწევას“.

 


პოპ ვარსკვლავმა პაპარაცებს სთხოვა სივრცე მიეცათ დაზარალებულისთვის და სასწრაფოდ დაერეკათ დახმარებისთვის.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი