ქართული ჯარი სსსტც „დელტას“ მიერ დამზადებული ჯავშანჟილეტებითა და ჯავშანჩაფხუტებით აღიჭურვება
28-07-2017, 01:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქართული ჯარი სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ დამზადებული ჯავშანჟილეტებითა და ჯავშანჩაფხუტებით აღიჭურვება.

 

 

საქართველოს თავდაცვის ცნობით, მინისტრის, ლევან იზორიას ბრძანებით, სსსტც „დელტამ“ თავდაცვის უწყებისგან უპრეცენდენტო, ხუთ მილიონ ლარამდე, ღირებულების შეკვეთა მიიღო. გამოყოფილი თანხით სსსტც „დელტა“ საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობისთვის ჯავშანჟილეტებსა და ჯავშანჩაფხუტებს დაამზადებს.

 

 

პროდუქციის ტექნიკური მონაცემები საქართველოს შეიარაღებული ძალების მოთხოვნებზე იქნება მორგებული, რაც, თავის მხრივ, პირადი შემადგენლობის ინდივიდუალური დაცვის სისტემებს თანამედროვე, უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანს.

 


აღნიშნულის შესახებ თავდაცვის მინისტრმა დღეს „დელტაში“ სტუმრობისას განაცხადა. ლევან იზორიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული სამხედრო ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა თავდაცვის უწყების გაცხადებული პოლიტიკაა. მან ჯავშაჟილეტებისა და ჯავშანჩაფხუტების ეფექტურობაზე ისაუბრა და ყურადღება სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრთან თანამშრომლობაზე გაამახვილა.

 


„დელტას“ ხელმძღვანელმა, უჩა ძოძუაშვილმა აღნიშნა, რომ ქართულ სამხედრო ინდუსტრიაში ჩადებული ინვესტიცია ცენტრის კონკურენტულ პოზიციას კიდევ უფრო გააუმჯობესებს და მის განვითარებას ხელს შეუწყობს.

 


უწყების ინფორმაციით, დღესვე, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრში გაიმართა გამოცდა-ტესტირება ჯარისკაცის იმ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების, რომლითაც ქვეყნის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფი აღიჭურვება. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ტესტირების შედეგებს ადგილზე გაეცნო.

 


„დელტაში“ თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი, ასევე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე და „დელტას“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი