ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო: გვირაბის მშენებლობის პროცესში, დაშავებული მუშების უსაფრთხოების ზომები მკაცრად იყო დაცული
29-07-2017, 09:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

 

 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გვირაბის მშენებლობის პროცესში, მუშების უსაფრთხოების ზომები მკაცრად იყო დაცული.

 

 

მათივე განმარტებით, გვირაბის ჩამონგრევას ადგილი არ ჰქონია, საექსკავაციო ნაწილში მხოლოდ მცირე მოცულობის ქვა ჩამოვარდა.

 

 

29 ივლისს,ხარაგაულის რაიონის სოფელ ბეჟათუბანში მდებარე მე-7 გვირაბის მშენებლობის დროს, ორი მუშა დაშავდა. მათ შორის, ერთ-ერთმა, მსუბუქი დაზიანება მიიღო და მედიკოსების მხრიდან გაწეული, შესაბამისი დახმარების შემდეგ, საავადმყოფოდან გაეწერა. მეორე მუშა - თამაზ ტალახაძე, რომელმაც ქვების ჩამოცვენისა და პლატფორმიდან ჩამოვარდნის შედეგად სხეულის სხვადასხვა დაზიანებები მიიღო, ხაშურის საავადმყოფოში გაწეული პირველადი სამედიცინო დახმარების შემდეგ, გადაყვანილია თბილისში, კლინიკა ”ლანცეტში“, სადაც ამბულატორიულ მკურნალობას აგრძელებს.

 

 

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გვირაბის მშენებლობის პროცესში, დაშავებული მუშების უსაფრთხოების ზომები მკაცრად იყო დაცული. ისინი უზრუნველყოფილი იყვნენ შესაბამისი აღჭურვილობით. უბედური შემთხვევის შემდეგ, ჩვენი კომპანიის წარმომადგენლებმა მყისიერად მოახდინეს რეაგირება იმისათვის, რომ დაშავებულებისათვის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გაწევა ოპერატიულად მომხდარიყო. აღნიშნულის შესახებ დაუყონებლივ ეცნობა სამართალდამცავ ორგანოებს.

 

 

ჩვენი კომპანია სრულად დაფარავს მკურნალობის ხარჯებს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს თამაზ ტალახაძის სწრაფ გამოჯამრთელებას.

 

 

გვსურს, დამატებით გაცნობოთ, რომ გვირაბის ჩამონგრევას ადგილი არ ჰქონია. გვირაბის საექსკავაციო ნაწილში მხოლოდ მცირე მოცულობის ქვა ჩამოვარდა”, ნათქვამია ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი