პრეზიდენტმა მარგველაშვილმა „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
30-07-2017, 06:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა, ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა, გიორგი მარგველაშვილმა, ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

 


მოწვეულმა სტუმრებმა და სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას, რის შემდეგაც სწავლებაში მონაწილე სამხედროებს საქართველოს უმაღლესმა მთავარსარდალმა და პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა.

 


როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, უკვე მესამე წელია საქართველო ამ მნიშვნელოვანი, ერთობლივი სწავლების „ღირსეული პარტნიორი“ ჩატარების ადგილია და ამ უმნიშვნელოვანეს ერთობლივ სწავლებას უკვე გააჩნია თავისი ტრადიცია.

 


„მე ვერ აღვწერდი უფრო სწორად ჩვენ ერთობლივ წვრთნას, ვიდრე ეს სახელი - „ღირსეული პარტნიორი“, იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთის ღირსეული თანამებრძოლები ვართ და ერთიანად გვიჭირავს თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების გლობალური სტაბილურობის დროშა.

 


მივესალმები სწავლებაში მონაწილე ყველა ქვეყნის წარმომადგენელს. განსაკუთრებით მივესალმები ჩვენს ამერიკელ თანამებრძოლებს, რომლებთან ერთადაც ქართველი ჯარისკაცები იცავენ სტაბილურობას ავღანეთში.

 


მეგობრებო, თქვენი თანამებრძოლები თავის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს სწირავენ უმთავრეს მიზანს - ჩვენი საზოგადოებების დაცულობას, ჩვენი საზღვრების შეულახაობას, ჩვენს სიმშვიდეს“, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 


უმაღლესმა მთავარსარდალმა ქართველი ხალხისა და სწავლებაში მონაწილე ქვეყნების მოსახლეობის სახელით მადლობა გადაუხადა თითოეულ ჯარისკაცს ამ სამსახურისთვის.

 


„დარწმუნებული ვარ, სწავლების განმავლობაში თქვენ ბევრ საინტერესო გამოცდილებას და მეგობარს შეიძენთ. ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა იწყება და ვითარდება ადამიანებს შორის მეგობრობითა და პატივისცემით.

 


გისურვებთ წარმატებულ სწავლებას, ღმერთი ფარავდეს საქართველოს და ღმერთი ფარავდეს ქვეყნებს, საიდანაც თქვენ წამოხვედით და სადაც თქვენ მიდიხართ!“ აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

 


გიორგი მარგველაშვილი „ღირსეული პარტნიორის“ გახსნის ცერემონიაში პრემიერ მინისტრთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან, თავდაცვის მინისტრთან, გენერალური შტაბის უფროსთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

 


სწავლება ფართომასშტაბიანია და მასში ნატო-ს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყანა იღებს მონაწილეობას: საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, თურქეთი, სლოვენია, სომხეთი და უკრაინა. სწავლების აქტიური ფაზა 12 აგვისტოს, ვაზიანის მე-11 სასროლეთზე საჩვენებელი წვრთნით დასრულდება.

 

 

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი