თამარ სანიკიძე: პანკისიდან სირიაში წასვლის შემთხვევები მინიმუმამდეა დაყვანილი
20-04-2015, 01:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


განათლების მინისტრ თამარ სანიკიძის მტკიცებით, პანკისის ხეობიდან სირიაში წასვლის შემთხვევები შემცირებულია და მინიმუმამდეა დაყვანილი.

 
“არის კონკრეტული მიდგომები, რომელსაც ისედაც ახორციელებს განათლების სამინისტრო, შესაბამისი ორგანოები. ნამდვილად დიდი დაკვირვება გვმართებს ამ კუთხით. სკოლები გაფრთხილებულები არიან. იმ ახალგაზრდების შემთხვევაში, რომლებმაც გადაწყვეტილება მიიღეს და საბრძოლველად წავიდნენ, ძალიან დიდი გამოკითხვის შემდეგაც გაჭირდა, რომ დადგენილიყო თუკი იყო რაიმე სურვილისმაგვარი, მონდომება, ან მათ საქციელში თუ იყო რაიმე შეკითხვის გამჩენი. სამწუხაროდ, თავის დროზე ასეთი პრობლემის იდენტიფიკაცია ვერ მოხერხდა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის სკოლის დონეზე სამუშაო. რა თქმა უნდა, ზოგადად, იდეოლოგიის დონეზე გარკვეული მიმართულებები მუშაობს, მაგრამ ეს არის ერთობლივი სამუშაო, როგორც განათლების სისტემის, ისე სხვადასხვა ორგანოების, მათ შორის პოლიციის მიერ. დღეისთვის ასეთი ქმედებები გარკვეულწილად შემცირებული და მინიმუმამდეა დაყვანილი. მე არ ვიცი თქვენ ადრე თუ აშუქებდით და აკვირდებოდით ამ თემებს, იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, პრესიდან ინფორმაცია წინა წლებში არ მიგვიღია. სტატისტიკას თუ ჩავხედავთ ეს მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა მე არ ვამბობ, რომ ამ კუთხით მუშაობა უნდა შევაჩეროთ, პირიქით, უნდა გავაძლიეროთ”, – განაცხადა განათლების მინისტრმა და დასძინა, რომ რაც გამოდის და რისი გაკეთებაც შეიძლება აუცილებლად უნდა გაკეთდეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი