ამერიკულმა საბრძოლო „სტრაიკერებმა“ საქართველოს ქალაქებში მარშირებით ჩაიარეს
31-07-2017, 09:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ღირსეული პარტნიორი 2017“-ში მონაწილე ამერიკულმა საბრძოლო ჯავშანმანქანის -„სტრაიკერი“ კონვოიმ საქართველოს ქალაქებში მარშირებით ჩაიარა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სენაკიდან ვაზიანის მიმართულებით გადაადგილებისას ამერიკული ჯავშანტრანსპორტიორის კოლონა ქუთაისის, ზესტაფონისა და ხაშურის ცენტრებში გაჩერდა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა საქართველოსა და აშშ-ის სახელმწიფო დროშებით შეხვდა. მოქალაქეებს სამხედრო ტექნიკის დათვალიერებისა და სამახსოვრო ფოტოების გადაღების საშუალებაც მიეცა.

 

 

მათივე ინფორმაციით, „სტრაიკერების“ კონვოიმ გორისა და თბილისის ქუჩებიც მოიცვა. დღესვე, ამერიკული ჯავშანტრანსპორტიორის კოლონების მარშირება ვაზიანში, „ღირსეული პარტნიორის“ სწავლების არეალში დასრულდა და ხვალიდან უშუალოდ წვრთნებში ჩაერთვება. 

 

 

„ამერიკული საბრძოლო ჯავშანმანქანა „სტრაიკერი“ „ღირსეულ პარტნიორში“ პირველად მონაწილეობს. ასევე, პირველად განხორციელდა სწავლებაში მონაწილე ამერიკული სამხედრო ტექნიკის გადაადგილება დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით - ფოთის პორტიდან ვაზიანში.

 


მრავალეროვნულ სწავლებას „ღირსეული პარტნიორი 2017“ საქართველო წელს უკვე მესამედ მასპინძლობს. ამჯერად სწავლება კიდევ უფრო ფართომასშტაბიანია და მასში ნატოს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყანა იღებს მონაწილეობას: საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, თურქეთი, სლოვენია, სომხეთი და უკრაინა. ,,ღირსეული პარტნიორი 2017“ აშშ-ის ევროპული სარდლობის შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე სწავლებების ციკლის ნაწილია, რომელიც 7 ქვეყნის ტერიტორიაზე ტარდება. ამჟამად მიმდინარეობს საერთაშორისო სწავლებები SABER GUARDIAN 2017“ ბულგარეთში, რუმინეთსა და უნგრეთში, ხოლო SEE BREEZE” - უკრაინაში. სწავლებებში სულ 50 000 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ერთი ქვეითი ასეულის და ერთი ოცეულის შემადგენლობითაა ჩართული. ამ სწავლებების გაგრძელებაა NOBLE PARTNER 2017“.

 


ღირსეული პარტნიორი 2017“ ემსახურება სტაბილურობის, თავდაცვითი და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ასევე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საქართველოს და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, ნატოს რეაგირების ძალების (NRF) საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდას და NRF-ში მონაწილე დანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის გაღრმავებას", ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი