ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი თბილისს მეუღლესთან ერთად ესტუმრა
31-07-2017, 10:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის თვითმფრინავი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საღამოს 7:00 საათვისთვის დაეშვა.

 

 

ცოტა ხნის წინ დასრულდა თბილისის აეროპორტში პენსთან დახვედრის ოფიციალური ცერემონია, მას იქ საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და აშშ-ის ელჩი იან კელი დახვდნენ. 

 

 

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა  და მისმა თანმხლებმა დელეგაციამ თბილისის აეროპორტი უკვე დატოვა. 

 


პენსი საქართველოს მეუღლესთან ერთად ესტუმრა. იგი თბილისში ესტონეთის დედაქალაქიდან, ტალინიდან ჩამოვიდა, სადაც მან ბალტიისპირეთის რესპუბლიკების ლიდერებთან შეხვედრები გამართა.

 


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ოფიციალური ნაწილი სამშაბათს დაიწყება. იგი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ მინისტრთან და პრეზიდენტთან და ვაზიანზე „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის ღონისძიებას დაესწრება.

 

 

მაიკ პენსი სამშაბათს, სიონის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდება.

 

 

დაგეგმილია ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრა ქართული ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებთანაც. 

 

 

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად, საქართველოს პრემიერ მინისტრი ორშაბათ საღამოს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს. 1-ელ აგვისტოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება პრემიერ მინისტრისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრა. შეხვედრის შემდეგ კი, პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი სწავლების „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე სამხედროებს შეხვდება.

 


მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“-ი საქართველოში მესამედ ტარდება, თუმცა ის წელს გაცილებით ფართომასშტაბიანია და მასში ნატოს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყანა იღებს მონაწილეობას: საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, თურქეთი, სლოვენია, სომხეთი და უკრაინა. სწავლების აქტიური ფაზა 12 აგვისტოს, ვაზიანის მე-11 სასროლეთზე საჩვენებელი წვრთნით დასრულდება.

 


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი თბილისიდან მონტენეგროში გაემგზავრება, ქვეყანაში, რომელიც ცოტა ხნის წინ გახდა ნატო-ს წევრი, და ამით იგი ევროპულ ტურნეს დაასრულებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი