გიორგი კვირიკაშვილი: „ჩვენ ამერიკის მადლიერი ვართ, მისი დახმარება საქართველოს განვითარების გზაზე უმნიშვნელოვანესი იყო“
01-08-2017, 00:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მეუღლესთან ერთად, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსსა და ამერიკის დელეგაციას ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა, სადაც მან სიტყვაც წარმოთქვა და აღნიშნა, რომ ამერიკა საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია. „ჩვენ ამერიკის მადლიერი ვართ, მისი დახმარება საქართველოს განვითარების გზაზე უმნიშვნელოვანესი იყო“.

 


„ქართველი ერის სახელით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის დიდი პატივია საქართველოში ვუმასპინძლოთ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსსა და ამერიკის დელეგაციას. განსაკუთრებით აღსანიშნავია თქვენი სტუმრობის დრო - სწორედ წელს აღინიშნება ჩვენს სახელმწიფოებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი. დროის ამ მოკლე მონაკვეთში საქართველო სამოქალაქო ომით გახლეჩილი სახელმწიფოდან თანამედროვე, ევროპულ დემოკრატიად იქცა.

 


„ამერიკის შეერთებული შტატების მეგობრობა და დახმარება უმნიშვნელოვანესი იყო ჩვენი წარმატებისათვის. ამერიკა საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ ამერიკის მადლიერი ვართ, მისი დახმარება საქართველოს განვითარების გზაზე უმნიშვნელოვანესი იყო. საგარეო გამოწვევების, სამხედრო და კიბერსაშიშროების მიუხედავად, საქართველოს მონდომება, შეინარჩუნოს საშინაო და რეგიონული მშვიდობა, უცვლელია. აშშ-ი საქართველოს ერთგული მეგობარი, სანდო გეოპოლიტიკური მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორია. ესაა პარტნიორი, რომელთანაც საერთო ღირებულებები და გლობალური უსაფრთხოების პრიორიტეტები გვაკავშირებს.

 


„ჩვენი მიზანია, ხელახლა დავიმკვიდროთ ჩვენი კუთვნილი ადგილი ევროპულ სახელმწიფოთა ოჯახში. უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩვენ მივიღეთ ზომები, რათა მიგვეღწია ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, იქნებოდა ეს ევროკავშირთან შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ თუ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ნატოსთან.

 


„ვიცე-პრეზიდენტო პენს, მოხარული ვარ, რომ თქვენ აპირებთ მიმართოთ ღირსეული პარტნიორის პროგრამის მონაწილეებს - ჩვენს მამაც ჯარისკაცებს. განსაკუთრებული კავშირები და არნახული თავგანწირვა ჩვენს სამხედრო ძალებს კიდევ უფრო აახლოებს - ისინი ამჟამად მხარდამხარ იბრძვიან ექსტრემიზმის წინააღმდეგ და ეს კავშირები უნდა შევინარჩუნოთ. ყოველდღიურად აღმაფრთოვანებს მათი სიმამაცე და თავგანწირვა, რაც ჩვენი სახელმწიფოების უსაფრთხოებისა და დაცულობის წინაპირობაა. ჩვენს შორის ნამდვილად ძმური კავშირია.

 


„როგორც აშშ დგას მარად ჩვენ გვერდით ჩვენც თქვენ გვერდით ვდგავართ, რათა მხარი დავუჭიროთ თქვენს ძალისხმევას მშვიდობიანი მსოფლიოს უზრუნველსაყოფად. მე პირადადაც მინდა შევასრულო ჩვენს სახელმწიფოებს შორის დამაკავშირებელი ფუნქცია იმ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რომელიც მე, ჯერ კიდევ როგორც სტუდენტმა, ამერიკაში მაგისტრატურაში სწავლისას მივიღე.

 


„1990-იან წლებში ამერიკის საუკეთესო უნივერსიტეტში სწავლა თითქმის წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა. სწორედ ამ დროს მომეცა შესაძლებლობა, ფინანსების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა ილინოისის ურბანა-შამპეინის უნივერსიტეტში, როგორც მასკის სტიპენდიატს გამეგრძელებინა. ეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროგრამა იყო.

 


„ამ გამოცდილებამ ნამდვილად შეცვალა ჩემი ცხოვრება. ფინანსების სწავლასთან ერთად, ილინოისში გატარებულმა დრომ ამერიკისა და მისი ღირებულებების შესახებ ჩემი წარმოდგენა ჩამოაყალიბა. მახსოვს, ამერიკის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრები ხალხის მიერ გამოჩენილი გულუხვობა და მეგობრული განწყობა. მათ პირველი დღიდან მიმიღეს საკუთარ ოჯახში და დღემდე ამ დიდი, ამერიკული ოჯახის წევრად ვგრძნობ თავს. ამერიკული ოპტიმიზმის შესანიშნავი განცდა სამშობლოში დაბრუნებულს სახელმწიფო სამსახურში არაერთხელ დამხმარებია, რასაც იქ ყოფნის დროს ვერც კი წარმოვიდგენდი. ეს შეგრძნება ყოველდღიურად მეხმარება. ის განუწყვეტლივ მახსენებს, რომ არ არსებობს გადაულახავი წინაღობა; რომ ის, რისიც გვწამს, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს სულისკვეთება მახსენებს, რომ მეგობრებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ, ხოლო უახლოეს მეგობრებზე მნიშვნელოვანი არაფერია.

 


„ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, საქართველო აკვირდებოდა თქვენს ვიზიტს ესტონეთში, სადაც აშშ-ის პრეზიდენტის სახელით აღნიშნეთ, რომ „ამერიკის პირველ რიგში“ არ ნიშნავს „მარტო მყოფ ამერიკას“ - ჩვენ, ქართველები ამ შთამბეჭდავ განცხადებას ვაფასებთ.

 


„მეგობრებო, ვიცე-პრეზიდენტო პენს, ქართველები დიდად ვუფრთხილდებით ამერიკისა და საქართველოს მეგობრობას და იმ ღირებულებებს, რომლებიც ასე მჭიდროდ გვაკავშირებს ერთმანეთთან“, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი