მაიკ პენსი: პრეზიდენტმა ტრამპმა საქართველოში მომავლინა ძალიან მარტივი გზავნილით: „ჩვენ თქვენთან ვართ! ჩვენ მხარში გიდგავართ თავისუფლებისა და ჩვენი საერთო ღირებულებების სამსახურში!“
01-08-2017, 01:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მეუღლესთან ერთად, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსსა და ამერიკის დელეგაციას ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა, სადაც კვირიკაშვილის მიერ სიტყვის წარმოთქმის შემდეგ პენსმა შეკრებილებს მიმართა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა იგი საქართველოში „ძალიან მარტივი გზავნილით“ მოავლინა: „ჩვენ თქვენთან ვართ! ჩვენ მხარში გიდგავართ თავისუფლებისა და ჩვენი საერთო ღირებულებების სამსახურში!“

 


„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ კიდევ ერთხელ შევხვდით. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო შეხვედრა თქვენს მეუღლესთან, მაიასთან, და ჩვენი შვილების შესახებ ისტორიების გაზიარება.

 


„ჩემთვის პირადად და პრეზიდენტისთვის, დიდი პატივი იყო თქვენი მასპინძლობა თეთრ სახლში. მადლობას მოგახსენებთ გულთბილი დახვედრისთვის, იმ სითბოსთვის, რომლითაც თქვენ გვმასპინძლობთ მე და ჩემს მეუღლეს, კერენს, თქვენს უმშვენიერეს ქვეყანაში.

 


„ნება მომეცით, გადმოგცეთ მოკითხვა აშშ-ის პრეზიდენტისგან. მან მომავლინა აქ ძალიან მარტივი გზავნილით თქვენთვის, თქვენი მთავრობისა და დიადი და გულადი ქართველი ხალხისთვის - ჩვენ თქვენთან ვართ! ჩვენ მხარში გიდგავართ თავისუფლებისა და ჩვენი საერთო ღირებულებების სამსახურში!

 


„განსაკუთრებით მადლობელი ვარ ხვალ დაგეგმილი შეხვედრებისთვის, თქვენს და ამერიკის შეიარაღებულ ძალებთან შეხვედრის შესაძლებლობისთვის, რომლებიც თანამშრომლობენ ერთობლივი ოპერაციების ფარგლებში.

 


„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენს პარტნიორობას და მეგობრობას. ჩვენ წინ გაშლილი მადისმომგვრელი ქართული სუფრა ზუსტად ისეთი მომხიბვლელი და სასიამოვნოა, როგორც მე მსმენია. ასე რომ, მადლობას მოგახსენებთ გულითადი მასპინძლობისთვის. მე და ჩემი მეუღლე მადლობელნი ვართ ქართული ლეგენდარული სამზარეულოს დაგემოვნების შესაძლებლობისთვის და თბილი მიღებისთვის.

 


„კერძები, სიმღერა, ცეკვა, რომლებითაც ჩვენ მალე დავტკბებით უბრალოდ საუცხოოა, ისევე საუცხოო, როგორც ყველაფერი თქვენს ქვეყანაში, და ჩვენ მადლობას მოგახსენებთ გაზიარებისთვის.

 


„ათასწლეულების განმავლობაში ქართველებმა დაამტკიცეს თავიანთი ვაჟკაცობა, დამოუკიდებლობის სიყვარული, რომ ისინი მზად არიან იბრძოლონ იმისთვის, რაც სწამთ, იბრძოლონ ბოლომდე. ამ მხრივ, თქვენ გამოგარჩევთ ჩვენი მიწისთვის დამახასიათებელი სულისკვეთება, დამოუკიდებლობის სულისკვეთება, რომელიც საერთოა ქართველებისა და ამერიკელებისთვის. როგორც კი თქვენს ქალაქში ჩამოვფრინდით, ჩემზე და კერენზე უდიდესი ემოციური გავლენა იქონია მოქალაქეთა ხილვამ, რომლებიც ამერიკული და ქართული დროშების ფრიალით დაგვხვდნენ. ამან მართლაც მძლავრი ემოციები აღძრა ჩვენში. მე ქართველი ხალხი გავიცანი თქვენი სახით. ასე რომ, ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ შორის არსებული ძლიერი კავშირები და თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარული კიდევ უფრო განმტკიცდება თქვენი და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით.

 


„ასე რომ, მადლობას მოგახსენებთ გულთბილი მასპინძლობისთვის. ჩემთვის უდიდესი პატივია, წარმოვადგენდე ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ დიდი ისტორიის მქონე უძველეს ქვეყანაში.

 


„იმედის თვალით შევყურებ ჩვენს დისკუსიას და ურთიერთობას ხვალ. ახლა კი გთხოვთ, უბრალოდ შემომიერთდით და ავწიოთ ჭიქები. მე ვსვამ თქვენს სადღეგრძელოს, ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენი ოჯახისა და ამ დიადი ერისადმი თქვენი ერთგულების სადღეგრძელოს! ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ნება მომეცით, შევსვა თავისუფალი, ერთიანი და აყვავებული საქართველოს სადღეგრძელო! გაუმარჯოს ნათელ მომავალს, თავისუფლებას, რომელსაც ჩვენ გავუზიარებთ ერთმანეთს“, განაცხადა მაიკ პენსმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი