დავით ბაქრაძე: შეერთებული შტატების მხარდაჭერა არის გადამწყვეტი ჩვენი მომავალი გამთლიანების პერსპექტივისთვის
01-08-2017, 02:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი ოპოზიციურ პარტიებს შეხვდა. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა „ევროპული საქართველოს" ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, „ვიცე პრეზიდენტის მესიჯი იყო აბსოლუტურად მკაფიო და ნათელი, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, უსაფრთხოების და საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერას".

 


„ჩვენთვის ეს არის ურთიერთდაკავშირებული საკითხები იმიტომ, რომ შეერთებული შტატების მხარდაჭერა არის გადამწყვეტი ჩვენი მომავალი გამთლიანების პერსპექტივისთვის, ხოლო ნატოში გაწევრიანებას ჩვენ განვიხილავთ ზუსტად იმ ნაბიჯს, რომელიც გრძელვადიანად დაიცავს საქართველოს", განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

 

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი ქვეყნის შიდა დემოკრატიასაც შეეხო.

 


„მე მინდა ერთ რამეს გავუსვა ხაზი - შიდა დემოკრტია ეს არ არის საქართველოს შიდა საკითხი იმიტომ, რომ დემოკრატია არის საუკეთესო რეცეპტი საქართველოს წარმატებისთვის. საქართველო შევა ნატოში და გახდება ნატოს წევრი მაშინ, როდესაც ის იქნება დემოკრატიული. საქართველოს გვერდით დაუდგება შეერთებული შტატები მაშინ, როდესაც საქართველო იქნება დემოკრატიული. საქართველო იქნება წარმატებული ქვეყანა მაშინ, როდესაც ის იქნება დემოკრატიული. ყველა ის პრობლემა, რომელიც უკავშირდება ქართული დემოკრატიის პრობლემას, მათ შორის, სიტყვის თავისუფლება, მათ შორის, „რუსთავი 2"-ის საკითხი, სასამართლოს თემა, ოპოზიციის დევნა, საკონსტიტუციო რეფორმა, არაფორმალური მმართველობა - მთელი ეს ჩამონათვალი ეხება არამხოლოდ შიდა პოლიტიკას, არამედ ჩვენს მომავალ პერსპექტივას, როგორი ქვეყანა ვიქნებით და სად იქნება საქართველოს ადგილი მომავალში“, განაცხადა ბაქრაძემ „რუსთავი 2"-თან საუბრისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი