დავით უსუფაშვილი: საუბრები, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოსადმი ყურადღება შეასუსტოს, ან პოზიციები შეარბილოს, არის აბსოლუტურად უსაფუძვლო
01-08-2017, 03:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იყო ძალიან პროდუქტიული შეხვედრა, იყო ძალიან გულწრფელი, ღია და მეგობრული, ასე აფასებს აშშ-ის ვიცე პრეზიდენტთან, მაიკ პენსთან გამართულ შეხვედრას „შენების მოძრაობის” დამფუძნებელი და თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.

 

 

მისი თქმით, „ვიცე პრეზიდენტის ვიზიტი ესტონეთში, საქართველოში, მონტენეგროში ეს ნიშნავს სწორედ დემოკრატიული სამყაროს აღმოსავლეთ საზღვრების გაძლიერების მცდელობას".

 

 

„ყოველგვარი საუბრები რომ ამერიკას აღარ სცალია დანარჩენი მსოფლიოსთვის, საუბრები იმაზე, რომ საქართველო ქრება დემოკრატიული სამყაროს რადარებიდან, საუბრები იმის თაობაზე, რომ რუსეთთან ურთიერთობის კონტექსტში შესაძლოა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსადმი ყურადღება შეასუსტოს, ან პოზიციები შეარბილოს, ეს არის აბსოლუტურად უსაფუძვლო. ვიცე პრეზიდენტის ვიზიტი ესტონეთში, საქართველოში, მონტენეგროში ეს ნიშნავს სწორედ დემოკრატიული სამყაროს აღმოსავლეთ საზღვრების გაძლიერების მცდელობას, ეს არის ნატოს საზღვრების გაძლიერების მცდელობა და საქართველომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ კონტექსტში კიდევ უფრო მეტად ჩავეწეროთ. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს შევთავაზე და შევთანხმდით შემდეგ ფორმულაზე - თუკი მათი მხრიდან არის USA - first, Georgia next ჩვენი მხრიდან იქნება, Georgia first – USA next – ჩვენ ამაზე შევჯერდით. საქართველო ვერ იქნება ვერც დაცული და ვერც დემოკრატიული, თუ საქართველო არ იქნა ეკონომიკურად ძლიერი თუ ჩვენმა მოქალაქეებმა არ ნახეს კეთილი გავლენა, ანუ მათ კეთილდღეობაზე თუ არ აისახა ეს ყველაფერი. ამ მიმართულებით ბევრი რამ არის გასაკეთებელი. დემოკრატიული სტანდარტების დაცვაზე რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ვიმსჯელეთ. მე აღვნიშნე, რომ საქართველოს აქვს სერიოზული პრობლემა ამ თვალსაზრისით, მაგრამ გვქონდა უფრო დიდი პრობლემები რამდენიმე წლის წინ ანუ ჩვენი ამოცანაა, რომ ვიაროთ წინ და არ ვედრებოდეთ წინა ხელისუფლებას", განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი