ამერიკელი მსახიობი და დრამატურგი სემ შეპარდი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა
01-08-2017, 08:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცნობილი ამერიკელი მსახიობი და დრამატურგი სემ შეპარდი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 


როგორც BBC იუწყება, შეპარდს დადგმული აქვს 40-ზე მეტი პიესა და მოიგო პულიცერის პრემია 1979 წელს, დრამისათვის „დამარხული ბავშვი“.

 


ის ასევე ნომინირებული იყო ოსკარზე საუკეთესო დამხმარე მსახიობის როლისთვის 1983 წელს ფილმში „The Right Stuff”. მან ასევე მონაწილეობა მიიღო ფილმში „Black Hawk Down”.

 

 

 


როგორც ოჯახის წევრებმა განაცხადეს, იგი გარდაიცვალა საკუთარ სახლში, კენტუკიში, ხუთშაბათს, 27 ივლისს, მაგრამ ოჯახმა ინფორმაცია ამის შესახებ მოგვიანებით გაავრცელა.

 


შეპარდის გარდაცვალება ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის გართულებას მოჰყვა.

 


მისი პირველი დიდი როლი გახლდათ ტერენს მაილიკის ფილმ „Days of Heaven”-ში, სადაც რიჩარდ გირთან ერთად თამაშობდა.

 


ახლახან, იგი ასრულებდა რობერტ რეიბარნის როლს ნეტფლიქსის ტრილერ “Bloodline”-ში.

 


იგი გახლდათ ორჯერ ნომინირებული პულიცერის პრემიაზე და ასევე ორჯერ - ტონის დაჯილდოვებაზე.

 


წარმომადგენელმა პირმა განაცხადა, რომ შეპარდის ოჯახი მასთან იყო გარდაცვალების დროს. მან დატოვა სამი შვილი (ჯესი, ჰანა და უოლკერ შეპარდი) და ორი და (სენდი და როქსან როჯერსი).

 


მისმა გარდაცვალებამ გული დასწყვიტა მსოფლიოს გარშემო უამრავ მსახიობს თეატრში, სერიალსა თუ ფილმში.

 


მსახიობი რობ ლოვიმ აღწერა იგი, როგორც „ლიტერატურის ნამდვილი ამერიკელი სიმბოლო“. ჯოი მანგანიელო შეპარდს უწოდებდა „ნამდვილ ამერიკელ ლეგენდას“, მან თქვა: „შენი პიესები და როლები ყოველთვის იარსებებენ“.

 


„House Of Cards”-ის შემქმნელი ბი უილიმონი შეპარდს „დიდებულთაგან ერთ-ერთი“ უწოდა. „ამ თვალებმა უამრავი რამ ნახა, და ის თავის ნანახზე წერდა უშიშარი, სამარადისო პატიოსნებით.“

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი