მაიკ პენსი: გარწმუნებთ, რომ აშშ და ჩვენი მოკავშირეები ძალიან დიდ აქცენტს აკეთებენ საქართველოს უსაფრთხოებაზე
01-08-2017, 09:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი დღეს საქართველოს შერეულ საავიაციო ბაზაზე სამხედრო სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017" მონაწილე ქართველ და ამერიკელ სამხედროებს შეხვდნენ.

 

 

ამერიკელმა მაღალი რანგის სტუმარმა სიტყვით გამოსვლისას შერეულ საავიაციო ბაზაზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე, უსაფრთხოების გარემოზე და საქართველოს დასავლურ ინტეგრაციაზე ისაუბრა.

 

 

„ღირსეული პარტნიორის” წვრთნები თავს უყრის ერთად საქართველოს და მრავალი სხვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებს. ეს აძლევს საქართველოს საშუალებას, თავი დაიცვას მომავალში, აძლევს საშუალებას ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების ეფექტიანი მონაწილე გახდეს. გარწმუნებთ, რომ აშშ და ჩვენი მოკავშირეები ძალიან დიდ აქცენტს აკეთებენ საქართველოს უსაფრთხოებაზე, მაგრამ ჩვენ აქ არ ვჩერდებით, ამერიკელი მრჩევლები ძალისხმევას არ დაიშურებენ, რომ საქართველოს დაეხმარონ და წვლილი შეიტანონ არსებითი პაკეტის გაძლიერებაში და საქართველო კიდევ უფრო დააახლოვონ ქვეყნის მიზანს, ნატო-ში წევრობას. საქართველომ ბევრი რამ გააკეთა, განსაკუთარებით უსაფრთხოების სფეროში. საქართველო ფაქტიურად ლიდერია სხვა ქვეყნებთან მიმართებაში იმ თვალსაზრისით, რომ საქართველო მშპ-ის 2%-ს ხარჯავს თავდაცვის სფეროზე.

 

 

ძალიან დიდი მადლობა ასეთი მაღალი პასუხისმგებლობისთვის. ამერიკის სამხედრო მოსამსახურეებს ვარწმუნებ, რომ თქვენი უმაღლესი მთავარსარდალი თავის დაპირებიდან გამომდინარე, რომ ამერიკული არმია უნდა გახდეს ყველაზე ძლიერი ძალა, ამას ყოველ დღე აკეთებს. ის, რომ ეს ძალა ყოველ დღე უნდა გაძლიერდეს, ყოველდღიური მუშაობა მიდის. თავდაცვაში ყველაზე დიდი ხარჯები უნდა ჩაიდოს ახლა, მას შემდეგ რაც დასრულდა ცივი ომი", განაცხადა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა.

 


სწავლების მონაწილე სამხედროებთან შეხვედრას საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მეუღლესთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი და საქართველოს ელჩი ამერიკაში დავით ბაქრაძე ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი