ლოს ანჟელესმა გამოხატა მზადყოფნა უმასპინძლოს 2028 წლის ოლიმპიურ თამაშებს, რამაც პარიზს 2024 წლის თამაშების მასპინძლობის არჩევანი დაუტოვა
01-08-2017, 10:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლოს ანჟელესმა ოფიციალურად გამოაცხადა თავისი კანდიდატურა უმასპინძლოს 2028 წლის ოლიმპიურ თამაშებს, რამაც პარიზს 2024 წლის თამაშების მასპინძლობის არჩევანი დაუტოვა. (ფოტოზე - ლოს ანჟელესის 1984 წლის ოლიმპიადაზე  ლეგენდარულმა სპრინტერმა კარლ ლუისმა, მარცხნიდან მეორე, ოთხი ოქროს მედალი მოიპოვა).

 


ივნისში, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) კენჭი უყარა შემდგომი ოლიმპიური თამაშებისთვის მასპინძელი ქალაქის დასახელებას - რომელშიც მხოლოდ პარიზს და ლოს ანჟელესს ჰქონდა განაცხადი, თუმცა, უცნობი იყო რომელი ქალაქი რომელ წელს უმასპინძლებდა თამაშებს.

 


ორივე ქალაქს ჰქონდა სურვილი ოლიმპიური თამაშებისთვის 2024 წელს ემასპინძლა.

 


საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მოიწონა ლოს ანჟელესის ნაბიჯი, გამოეყო საორგანიზაციო კომიტეტის დასაფინანსებლად 1.4 მილიარდი ევრო.

 


მოლაპარაკებების საკითხებთან ახლოს მყოფმა წყარომ BBC Sport-ს განუცხადა, რომ ლოს ანჟელესისთვის ფინანსურად გაცილებით მომგებიანი იქნება უმასპინძლოს ოლიმპიურ თამაშებს 2028 წელს, ვიდრე 2024-ში.

 


ლოს ანჟელესის განაცხადის კომიტეტის თავმჯდომარემ კასი ვასერმანმა ცოტა ხნის წინ განაცხადა: „ორივე ქალაქი ერთად დგას და მზად არის ემსახუროს ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ მოძრაობებს.“

 


ლოს ანჟელესის მერმა, ერიკ გარცეტიმ განაცხადა, რომ მათ „გადააქვთ ოლიმპიური თამაშები უკან“ 2028 წლისთვის. მანვე აღნიშნა, რომ „ეს შემოთავაზება ზედმეტად კარგი იყო იმისთვის, რომ ხელიდან არ გაგვეშვა.“

 


ლოს ანჟელესი ორჯერ გახლდათ ოლიმპიური თამაშების მასპინძელი (1932 და 1984 წელს).

 


პარიზის მერმა, ენ ჰაიდალგომ განაცხადა: „პარიზი და ლოს ანჟელესი გახლავთ ორი გასაოცარი გლობალური ქალაქი, რომლებმაც გააერთიანეს ძალები ოლიმპიური თამაშებისთვის. დღეს ჩვენ ერთად ვდგავართ და ვეხმარებით ოლიმპიურ თამაშებს მიაღწიოს წარმატებას 2024 და 2028 წელს.“

 


„როგორც დღევანდელი განცხადება გვიჩვენებს, საუბარი ორ ქალაქსა და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს შორის წარმატებით ვითარდება. ჩვენ გვჯერა, რომ ყველასთვის მომგებიან შეთანხმებას მივაღწევთ ოლიმპიური კომიტეტის სხდომამდე ლიმაში.“

 


ოლიმპიურმა კომიტეტმა ლოს ანჟელესს და პარიზს მოთხოვა სექტემბრის სხდომამდე შეთანხმებულიყვნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასპინძლის გამოსავლენად არჩევნები ჩატარდებოდა.

 


საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ტომას ბახმა ლოს ანჟელესის გადაწყვეტილება „ძლიერად და აღმაფრთოვანებლად“ მიიჩნია.

 


მან დაამატა: „ჩვენ გვჯერა, რომ ოლიმპიური კომიტეტის ლიდერობით ლოს ანჟელესთან და პარიზთან ერთად, მივაღწევთ სამმხრივ შეთანხმებას აგვისტოში, რომელიც სამივე მხარისთვის მომგებიანი იქნება.“

 


„ეს შეთანხმება წინ წამოიწევს ოლიმპიური კომიტეტის სხდომაზე სექტემბერში რატიფიკაციისთვის.“

 


ლოს ანჟელესი ამტკიცებდა, რომ იგი გაუმასპინძლდებოდა დაბალი ღირებულების ოლიმპიადას იქედან გამომდინარე, რომ მას საჭირო ინფრასტრუქტურა უკვე გააჩნდა, მაშინ როცა პარიზს დასჭირდებოდა აეგო რამდენიმე ძვირი შენობა-ნაგებობა.

 


2024 წლისთვის ბრძოლაში მხოლოდ ორი ქალაქი - პარიზი და ლოს ანჟელესი დარჩა მას შემდეგ, რაც ბუდაპეშტი, ჰამბურგი და რომი გამოეთიშნენ შეჯიბრს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი