ნიკა მელიამ მაიკ პენსს უთხრა: „ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, ხელისუფლება იმართება ‘გაზპრომის’ აქციონერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომელსაც არ უკავია არავითარი ოფიციალური თანამდებობა“
01-08-2017, 13:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ, რომელიც სამშაბათს სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს შეხვდა, განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ ხელიდან გაუშვა შანსი, ქვეყნის სასარგებლოდ გამოეყენებინა 2012 წელს მისი პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ დამკვიდრებული ხელისუფლების მშვიდობიანი, არჩევნების გზით გადაბარების პრეცედენტი“, ხოლო ხელისუფლება, რომელიც „იმართება ერთი ადამიანის მიერ და ანგარიშვალდებულია ასევე მხოლოდ ერთი ადამიანის წინაშე, რომელსაც არ უკავია არავითარი ოფიციალური თანამდებობა“, და „ეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც თავისი ქონება დააგროვა 1990-იანი წლების რუსეთში და არის გაზპრომის აქციონერი, დევნის პროდასავლურ მედიას და ოპოზიციას.

 


მელიამ, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური იტყობინება, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს უთხრა, რომ ისინი „პოლიტიკურად მოტივირებული დევნის ობიექტი“ არიან ხელისუფლების მხრიდან, და ამის ყველაზე ნათელი გამოხატულებაა უკრაინის მოქალაქეობაჩამორთმეული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ „პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები“.

 


„მსურს, გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი საქართველოში სტუმრობისთვის. ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ არწმუნებს და იმედით აღავსებს საქართველოს პატრიოტებს და მათ, ვისაც სჯერა, რომ ჩვენი მომავალი აშშ-თან სტრატეგიულ მოკავშირეობაში, ნატოს სრულფასოვან წევრობაში, ჩვენი დემოკრატიის კონსოლიდაციაში, თავისუფალი ბაზრის განვითარებასა და კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოების არსებობაშია.

 


„ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენთვის წარმოადგენს მაგალითს. ჩვენ თქვენგან ვსწავლობთ თუ რა მიღწევები მოაქვს ხალხისთვის დემოკრატიას. არც ერთი ქართველი და, მითუმეტეს, ჩემი პარტიის წევრი, არ დაივიწყებს იმ განუზომელ პოლიტიკურ და ფინანსურ რესურსს, რაც ბოლო 25 წლის განმავლობაში აშშ-ს აქვს გაღებული საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, მსურს, ვისაუბრო იმ საფრთხეზე, რომელიც ჩვენს დემოკრატიას ემუქრება.

 


„სამწუხაროდ, საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ხელიდან გაუშვა შანსი, ქვეყნის სასარგებლოდ გამოეყენებინა 2012 წელს ჩემი პარტიის - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ დამკვიდრებული ხელისუფლების მშვიდობიანი, არჩევნების გზით გადაბარების პრეცედენტი. საარჩევნო დაპირებების შესრულებისა და საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესების ნაცვლად, რომელთა უმრავლესობა სიღარიბეში ცხოვრობს, ეს ხელისუფლება ახორციელებს პროდასავლური ოპოზიციისა და მედიის დევნას, სასამართლოს პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას და ერთპარტიულად ცვლის კონსტიტუციას საკუთარი ძალაუფლების გახანგრძლივების მიზნით.

 


„ბატონო ვიცე პრეზიდენტო, მეტად მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ეს ხელისუფლება იმართება ერთი ადამიანის მიერ და ანგარიშვალდებულია ასევე მხოლოდ ერთი ადამიანის წინაშე, რომელსაც არ უკავია არავითარი ოფიციალური თანამდებობა. ეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც თავისი ქონება დააგროვა 1990-იანი წლების რუსეთში და არის გაზპრომის აქციონერი. თავის მხრივ, ივანიშვილი, რომელიც დე-ფაქტო მართავს ქვეყანას, არ არის ანგარიშვალდებული არავის მიმართ. შესაბამისად, 2012 წლის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შედეგად პირველად ხელისუფლების დემოკრატიული გზით გადაცემის შემდეგ მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯების ნაცვლად, საქართველო იქცა კიდევ ერთ ოლიგარქიულ პოლიტიკურ სისტემად პოსტ-საბჭოთა სივრცეში.

 


„ჩემი პარტია, რომელიც ხელისუფლებაში იყო 9 წლის განმავლობაში და რომელმაც საფუძველი ჩაუყარა დემოკრატიულ ინსტიტუტებს, მიზნად ისახავდა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შეუქცევადობას. ჩვენ ამ გზას ვაგრძელებთ ოპოზიციაშიც და წარმოვადგენთ ამ მთავრობის ყველაზე ძლიერ ალტერნატივას. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვართ მიზანმიმართული პოლიტიკურად მოტივირებული დევნის ობიექტი ხელისუფლების მხრიდან. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც, როგორც მოგეხსენებათ, ახლახან ჩამოართვეს უკრაინის მოქალაქეობა, 2013 წელს გაძევებულ იქნა საქართველოდან და ქართული პოლიტიკური სივრციდან პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების საფუძველზე. როგორც ჩანს, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ მართლმსაჯულების სისტემის გამოყენება პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში ოლიგარქების ხელწერას წარმოადგენს. ჩვენი სხვა ლიდერები კვლავაც რჩებიან პატიმრობაში.

 


„მიუხედავად პროდასავლური რიტორიკისა, ეს ხელისუფლება რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას არა მარტო პროდასავლური ოპოზიციისა და მედიის დევნით, არამედ პრორუსული ძალების გაძლიერებით, პრორუსული პროპაგანდის ხელშეწყობითა და დაფინანსებით, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს საზოგადოების პრორუსული განწყობის გაძლიერებას და პუტინის რეჟიმთან დამაზიანებელ გარიგებებს, რომლის მაგალითად გვაქვს საქართველოს მთავრობის მიერ გაზპრომთან ფარულად დადებული ქვეყნისთვის დამაზიანებელი ხელშეკრულება. ამის შედეგად, ბოლო 4 წლის განმავლობაში საზოგადოების მხარდაჭერა ნატოში გაწევრიანების მიმართ 15%-ით შემცირდა. სწორედ ამიტომ, თქვენი ვიზიტი და სხვა მკაფიო სიგნალები აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერისა საქართველოს დემოკრატიისა და ევრო-ატლანტიკური მომავლისადმი დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

 


საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსის შეუქცევადობა ჩვენი საერთო ინტერესია, რადგან საქართველოს წარმატება მნიშვნელოვანი პოზიტიური ფაქტორი იქნება მთელი რეგიონისთვის. ეს რეალობა კარგად ესმის პუტინს და სწორედ ამიტომ ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ტრანსფორმაციას მის სამეზობლოში, რასაც მისი ავტორიტარული რეჟიმის მთავარ საფრთხედ აღიქვამს.

 


„ჩვენ დღეს ვიმყოფებით თბილისის ცენტრში, საიდანაც ერთი საათის სავალზე დგანან რუსული ტანკები, რაც არამდგრადი ხელისუფლების პირობებში მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის თვალსაზრისით. თავის მხრივ, სოციალური დაუცველობა და უპერსპექტივობის განცდა იწვევს იმედგაცრუებას ჩვენს მიერ გაცხადებულ მიზნებში და ხელს აძლევს რუსეთს, რომელიც პროპაგანდის უამრავი საშუალებით ცდილობს დაარწმუნოს ქართული საზოგადოება, რომ დასავლეთმა დაკარგა ჩვენს მიმართ ინტერესი.

 


„რუსეთი დღემდე არ ასრულებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას და განაგრძობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს საკითხები კვლავაც მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს აშშ-რუსეთს შორის ურთიერთობების დღის წესრიგში.

 


„მე, როგორც ყველაზე დიდი პროდასავლური ოპოზიციური პარტიის ლიდერს, მსურს დაგარწმუნოთ, რომ გავაკეთებთ ყველაფერს რაც ჩვენს შესაძლებლობებშია, რათა ამ ოლიგარქიულ ხელისუფლებას არ მივცეთ საქართველოს სტრატეგიული ევროატლანტიკური გზიდან გადახვევის საშუალება. ასევე, ვიმედოვნებთ, რომ თქვენ გაუგზავნით საქართველოს დემოკრატიული მომავლის მხარდაჭერის მკაფიო გზავნილს და დაარწმუნებთ მათ, გამოიყენონ კონსტიტუციური პროცესი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, შეწყვიტონ დამოუკიდებელი მედიისა და პროდასავლური ოპოზიციური პარტიების დევნა, პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრება ან ქვეყნიდან განდევნა, როგორც პრეზიდენტ მიხელ სააკაშვილის შემთხვევაში - ადამიანის, რომლის ლიდერობითაც გატარებული რეფორმების შედეგად შეიქმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფო.

 


„ამერიკელი ხალხი ყოველთვის იყო საქართველოს მთავარი პარტნიორი თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში და დარწმუნებული ვართ ასე იქნება თქვენი ადმინისტრაციის პირობებშიც. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას საქართველოში სტუმრობისთვის“, განაცხადა ნიკა მელიამ მაიკ პენსთან შეხვედრისას, როგორც ამას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 7
#7   Zoro
      
და ამ არაკაცის, ბოსის გამზრდელი სააკაშვილის ბიძა რომ არის KGB -ს მოქმედი გენერალის გაზრდილი შვილობილი - ეს ფაქტი არაფერია? ეს არ უთხრა? თუ ეს ფაქტები არაფერზე არ მეტყველებს? შე მართლა პრიმიტივო მელია? „ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს რუსულ კომპანიებზე გასხვისებული აქტივების სია:

1. ჟინვალჰესი-რუსული კომპანია”რაოესი”;

2. რიონჰესი-რუსული კომპანია “ენერჯი ინვესტი”;

3. გუმათი1- რუსული კომპანია “ენერგო პრო”;

4. გუმათი2-რუსული კომპანია “ენერგო პრო”;

5. ლაჯანურჰესი-რუსული კომპანია “ენერგო პრო”;

6. შაორჰესი-რუსული კომპანია “ენერგო პრო”;

7. ვარციხე1-რუსული კომპანია “ენერგო პრო”;

8. ვარციხე2-რუსული კომპანია “ენერგო პრო”;

9. ვარციხე3-რუსული კომპანია “ენერგო პრო”;

10. ვარციხე4-რუსული კომპანია “ენერგო პრო”;

11. ხრამი1-რუსული კომპანია “რაოესი”;

12. ხრამი2-რუსული კომპანია “რაოესი”;

13. ხრამი3-რუსული კომპანია “რაოესი”;

14. ხრამი4-რუსული კმპანია “რაოესი”;

15. ხრამი5-რუსული კომპანია “რაოესი”;

16. ყაზტრანსგაზ თბილისი-რუსული კომპანია “გაზპრომი”;

17. გაზ.კომპანია “იტერა”-რუსული კომპანია “გაზპრომის” შვილობილი კომპანია;

18. შავ ზღვაში ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ფირმა “ალექსი”-რუსული კომპანია “გაზპრომის” შვილობილი კომპანიაა;

19. გარდაბნის მე-9ენერგო ბლოკი-რუსული კომპანია “ინტერ რაო”;

20. გარდაბნის მე-10 ენერგო ბლოკი-რუსული კომპანია “ინტერ რაო”;

21. მაღალი ძაბვის გადამცემი 500 კილოვატიანი ხაზები-რუსული კომპანია “ინტერ რაო”;

22. “მადნეული”-რუსული კომპანია “პრომიშლენ ინვესტი”;

23. “კვარციტი”-რუსული კომპანია “პრომიშლენ ინვესტი”;

24. საბორნე გადაზიდვები ფოთიდან და ბათუმიდან “რუსეთის რკინიგზა”;

25. კომპანია “ბილაინი”-რუსული კომპანიაა;

26. “აზოტი”-რუსული კომპანია “პრომიშლენ ინვესტი”;

27. “გაერთიანებული ქართული ბანკი”-რუსული კომპანია “ვითიბი;

28. “ლუკოილ ჯორჯია”-რუსული კომპანია “ლუკოილი”;

29. ზესტაფონის “ფერო”-რუსული კომპანია “პრომიშლენ ინვესტი”;

30. ელმავალთმშენებელი ქარხანა -რუსული კომპანია “დემა კომპიუტერი”;

31. არამიანცის, თბილისის3#1 საავადმყოფო-რუსული კომპანია “ბატუსი”;

32. თბილისის წყალი-რუსული კომპანია”ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერი”.
29 ივნისი 2018 06:17
#6   თამაზ გაგნიძე
      
მელიას ამ ნათქვამზე მაიკ პენსს იქედნურად ჩაუცინია და ამ ცხოველისთვის უთქვამს: როდის იყო გერმანიის კლინიკაში "ემერჯენსით" გადაყვანილი მომაკვდავები ქვეყანას მართავდნენო... და საათზე დაუხედავს იმის ნიშნად, რომ აუდენცია აქ უნდა დასრულებულიყო, რადგან მსგავს სისულელეების მოსმენის არც დრო და არც ხალისი მას არ ჰქონია...

ციტატა: N
მელიას ამ ნათქვამზე მაიკ პენსს იქედნურად ჩაუცინია და ამ ცხოველისთვის უთქვამს: როდის იყო გერმანიის კლინიკაში "ემერჯენსით" გადაყვანილი მომაკვდავები ქვეყანას მართავდნენო... და საათზე დაუხედავს იმის ნიშნად, რომ აუდენცია აქ უნდა დასრულებულიყო, რადგან მსგავს სისულელეების მოსმენის არც დრო და არც ხალისი მას არ ჰქონია...

ციტატა: N
ნიკა კაცი ხარ კაცური. გაიხარე. სიმართლე ვიღაცას ხომ უნდა ეთქვა. თქვენ კი ბიძინა ს მონებო გასკდით გულზე./ სიამრთლე არ გინდათ გაიგოთ.ახლა დასხედით და ილანძღეთ თქვენ ხომ ეგ საქმე გაბარიათ და მაგაში გიხდიან ფულს. ნიკა მაგარი ხარ.
14 აგვისტო 2017 09:33
#5   Maia
      
მელია,შე არაკაცო,უსქესო და უტვინო არსებავ,არარაობის აპოთეოზო!
11 აგვისტო 2017 06:48
#4   N
      
ნიკა კაცი ხარ კაცური. გაიხარე. სიმართლე ვიღაცას ხომ უნდა ეთქვა. თქვენ კი ბიძინა ს მონებო გასკდით გულზე./ სიამრთლე არ გინდათ გაიგოთ.ახლა დასხედით და ილანძღეთ თქვენ ხომ ეგ საქმე გაბარიათ და მაგაში გიხდიან ფულს. ნიკა მაგარი ხარ.
2 აგვისტო 2017 07:52
#3   Nati
      
ციტატა: კოლხი
მელია,გვარს როგორ ამართლებ შე ყურბანავ :)
ჯერ ის უნდა მოგეყოლა, ზონდერი რომ იყავი და ხალხს როგორ უბაყუნებდი,მერე დანარჩენი შენი ნაძირლობა და მერე გაგეგრძელებინა რაც უთხარი!
კაცის გარდა ყველაფერი ხარ,რა უნდა გელაპარაკო!
... მართალი ხარ, იმდენი სისულელე თქვი მეტი რაღა უნდა მოგეყოლა ;)
2 აგვისტო 2017 00:48
#2   კოლხი
      
მელია,გვარს როგორ ამართლებ შე ყურბანავ :)
ჯერ ის უნდა მოგეყოლა, ზონდერი რომ იყავი და ხალხს როგორ უბაყუნებდი,მერე დანარჩენი შენი ნაძირლობა და მერე გაგეგრძელებინა რაც უთხარი!
კაცის გარდა ყველაფერი ხარ,რა უნდა გელაპარაკო!
1 აგვისტო 2017 15:34
#1  ბბბ
      
ნიკა მართალი ბიჭი ხარ, გვიყვარხარ, გვერდით გიდგავართ და შენი იმედი გვაქვს, რადგან მართლა გამოკვეთილი ფიგურა ხარ, რომელიც სიმართლეს ამბობს ასე უშიშრად და შეუპოვრად. კიი, მართალია, ცუდი წარსული მოგდგამს ნაცების მხრიდან, მაგრამ გთხოვთ არ გაიმეოროთ მათი ავბედითი შეცდომები. და საერთოდ, სააკშვილის ლიდერობა მხოლოდ ჩირქს სცხებს თქვენს მოძრაობას, ნუღარ მისტირით მას, ლიდერი შენ უფრო მაგარი ხარ... ასე, რომ იმოქმედეთ შენი ლიდერობით ახალმა ძალებმა და ხალხიც უფრო გამოგყვებათ.
1 აგვისტო 2017 14:34
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი