ნიაგარას ჩანჩქერები: ოფიციალური პირები ხსნიან, თუ რატომ გაშავდა წყალი
01-08-2017, 23:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიზეზი, თუ რატომ გაჩნდა საიდუმლოთი მოცული შავი, ჭუჭყიანი, ცუდი სუნის მქონე ღრუბელი ნიაგარას ჩანჩქერის ფუძეზე, ამერიკისა და კანადის საზღვარზე, დადგენილია.

 


ექსპერტები ამტკიცებენ, რომ გამოყოფილი სითხე - რაც მოსახლეობას ნავთობი ეგონა - აღმოჩნდა ნარჩენი შავი ნახშირბადის ფილტრისა, რომელიც წყლის გასასუფთავებლად გამოიყენება.

 


ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ გაჟონვა მოხდა შაბათს, სარემონტო სამუშაოების დროს.

 


ნიაგარას ჩანჩქერის წყლის საბჭომ (NFWB) ბოდიში მოუხადა მცხოვრებლებს და ტურისტებს იმისათვის, რომ აღნიშნულმა ფაქტმა მათი შეშფოთება გამოიწვია.

 


განცხადებაში ნათქვამია, რომ „მელნით გასვრილი წყალი“ იყო შედეგი „დაბინძურებული წყლის დამუშავების რუტინული, საჭირო და მოკლეხნიანი ცვლილებისა“.

 


„მოშავო წყალი შეიცავდა დაგროვილ, მშრალ ნარჩენს და ნახშირბადის ნალექს. წყალი არ შეიცავდა რაიმე სახის ორგანულ ნავთობს ან გამხსნელ ნივთიერებას“, წერია განცხადებაში.

 


ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სადგურს ჰქონდა უფლება გაეშვა გამონაყოფი - რომელიც გამოვიდა ხუთი ნალექის ფილტრაციის აუზიდან ერთ-ერთიდან და ირეცხებოდა უქმეების განმავლობაში იმისათვის, რომ კონტრაქტორებს დაეწყოთ სადგურის გაუმჯობესებაზე მუშაობა.

 


„Rainbow Air Inc“-ის ვიცე-პრეზიდენტი, პატ პროქტორი იყო ერთ-ერთი პირველთაგანი, რომელმაც წყლის გაშავება შენიშნა. იგი ვერტმფრენით ასეირნებს ტურისტებს ჩანჩქერის თავზე. მან აღნიშნა, რომ შავი ლაქა წყალში რამდენიმე საათის განმავლობაში იყო, სანამ გაიფანტებოდა.

 


„მე ვლოცულობდი, რომ ეს არ ყოფილიყო ნავთობი“, განუცხადა ბატონმა პროქტორმა BBC-ს. „შავი ლაქა გავრცელდა ნახევარი მილის მანძილზე, გამოიყურებოდა საშიშად და საშინელი სუნი ასდიოდა“.

 


როგორც მან განაცხადა, ასეთი შემთხვევები ტურისტების ყოფნის დროს არ ხდებოდა.

 


ნიაგარას ჩანჩქერი კანადას და შეერთებულ შტატებს ერთმანეთისგან ჰყოფს. ჩანჩქერი შედგება სამი, ერთმანეთისგან გამოყოფილი ჩანჩქერისაგან და ტურისტების ყურადღებას უკვე 200 წელზე მეტია იქცევს. გარდა ამისა, ჩანჩქერი გახლავთ უდიდესი ჰიდროელექტროსადგურის წყარო.

 

კომენტარები: 1
#1   მედეა
      
მე რომ ვიყავი სუფთა და კრიალა იყო. გემითაც გავისეირნეთ მრგვალ ჩანჩქერამდე და ამერიკის მხრიდან ჩამავალი ჩანჩქერის ქვეშაც ვიყავით< :) :)
2 აგვისტო 2017 00:31
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი