პრემიერმა შვეიცარიას ეროვნული დღესასწაული მიულოცა: საქართველოს ნამდვილად გაუმართლა, რომ ჰყავს ისეთი მეგობარი როგორიც შვეიცარიაა
02-08-2017, 01:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ნამდვილად გაუმართლა, რომ ჰყავს ისეთი მეგობარი როგორიც შვეიცარიაა, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა შვეიცარიის ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილ მიღებაზე სიტყვიით გამოსვლისას გააკეთა.

 


პრემიერმა ელჩ ლუკას ბეგლინგერს შვეიცარიის დაარსების დღე მიულოცა, ასევე - ისაუბრა ორი ქვეყნის 25-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობებზე და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტ დორის ლოიტჰარდის ვიზიტზე საქართველოში,რომელიც დეკემბერში იგეგმება.

 


გიორგი კვირიკაშვილმა გაიხსენა შვეიცარიაში გასული წლის ვიზიტი და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელიც 1 სექტემბრიდან შევა ძალაში.

 


„მართალია, ვაჭრობას, ბიზნესსა და ინვესტიციებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველო-შვეიცარიის ურთიერთობებში, მაგრამ ჩვენი თანამშრომლობა ბევრად უფრო ყოვლისმომცველია. შვეიცარიაში ჩემი ვიზიტისას, შვეიცარიელ კოლეგებთან განხილული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი იყო საქართველოს მთიანი რეგიონების შენარჩუნება-განვითარება, რადგანაც ჩვენს ორ ქვეყანას შორის ძალიან დიდი მსგავსებაა. ისევე, როგორც შვეიცარიას, საქართველოსაც აქვს უდიდესი მემკვიდრეობა მთების სახით. მეტიც, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მთიანი რეგიონები არის საქართველოს კულტურისა და ტრადიციების ნამდვილი საგანძური", განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

 

 

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა შვეიცარიელ ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობა, რომელთა გამოცდილების გაზიარება საქართველოს, მთის მემკვიდრეობის მდგრადობის შენარჩუნებაში შეუწყობს ხელს.

 


პრემიერის თქმით, შვეიცარია საქართველოსთვის ბევრი გაგებით მისაბაძი მაგალითია - პატარა და, ამავდროულად, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და მდიდარი ქვეყანაა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, სწორედ შვეიცარიაშია მსოფლიოს ორი უდიდესი ფინანსური დედაქალაქი - ციურიხი და ჟენევა, ხოლო ქვეყანა, ზოგადად, ბიზნესის გლობალური ცენტრია.

 


ჩვენ ძალიან მსგავსი ხედვა გვაქვს საქართველოსთან დაკავშირებითაც. ჩვენ გვსურს, გარდავქმნათ ჩვენი ქვეყანა ბიზნესის რეგიონულ ცენტრად და მოვიზიდოთ ინვესტორები მთელი მსოფლიოდან. სიხარულით აღვნიშნავ, რომ საქართველო უკვე წარმატებით დაადგა ამ გზას", განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

 

 

მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა შვეიცარიის უმნიშვნელოვანეს როლს საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრის საქმეში და ყველა ქართველის სახელით, შვეიცარიას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფასდაუდებელი შუამავლობისათვის მადლობა გადაუხადა.

 


დღეს მე მქონდა პატივი, მემასპინძლა ვიცე-პრეზიდენტ პენსისთვის. მან გამოხატა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა. საერთაშორისო საზოგადოების ურყევ პოზიციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საქმეში. მადლობას მოვახსენებ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს თქვენი აქტიური მხარდაჭერისთვის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. ძვირფასო ელჩო, ძვირფასო მეგობრებო, ბერნში, ამ ულამაზეს ქალაქში, მე გაშლილი ხელით დამხვდნენ და მაშინვე თავი შინ ვიგრძენი. ვიმედოვნებ, თქვენც შინ გრძნობთ თავს საქართველოში და თქვენთვის თბილისში გატარებული დრო ისევე სასიამოვნოა, როგორიც ჩემთვის - ბერნში", აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი