მიხეილ სააკაშვილი: „ეს არ არის ის შემთხვევა, როცა ქართველი ყოფილი ლიდერები მიდიოდნენ უცხოეთში და დგებოდნენ მტრული სახელმწიფოების სამსახურებში - როგორც სტალინი, როგორც ბევრი სხვა“
02-08-2017, 01:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ მის მიერ ძლიერი უკრაინისთვის ბრძოლა „ყველაზე მოკლე გზა არის საქართველოს გადასარჩენად“ და „ეს არ არის ის შემთხვევა, როცა ქართველი ყოფილი ლიდერები მიდიოდნენ უცხოეთში და დგებოდნენ მტრული სახელმწიფოების სამსახურებში - როგორც სტალინი, როგორც ბევრი სხვა“.

 


„ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, შეკითხვაზე - თქვენ ცოტა ხნის წინ თქვით, რომ არ გინდათ უკრაინამ იფიქროს, რომ მიატოვეთ. ფიქრობთ თუ არა, რომ ქართველი ხალხის ის ნაწილი, რომელიც თქვენ გიჭერთ მხარს, რაღაც მომენტში მიატოვეთ უკრაინაში წასვლით? - სააკაშვილმა უპასუხა:

 


„საქართველოში მე დავამთავრე ორი საპრეზიდენტო ვადა და გავუკეთე უფრო მეტი საქართველოს, ვიდრე საქართველოს ძალიან ბევრ მმართველს გაუკეთებია ძალიან ბევრი საუკუნის განმავლობაში. ამიტომ მე ამ საყვედურებს ვერ მივიღებ. მე საქართველოს არასოდეს მივატოვებ იმიტომ, რომ საქართველო ჩემი ცხოვრების არსია, ჩემი გულია. თუმცა მიმაჩნია, რომ ძლიერი უკრაინა ყველაზე მოკლე გზა არის საქართველოს გადასარჩენად და ეს არის ჩემი ბრძოლა დღეს. ამ ბრძოლაში მე ვხედავ უსაშველოდ დიდ შესაძლებლობას. გარდა ამისა, ეს არ არის ის შემთხვევა, როცა ქართველი ყოფილი ლიდერები მიდიოდნენ უცხოეთში და დგებოდნენ მტრული სახელმწიფოების სამსახურებში - როგორც სტალინი, როგორც ბევრი სხვა. ამ შემთხვევაში ისე ემთხვევა საქართველოსა და უკრაინის ინტერესები, და ეს იმდენად იგივე ფრონტია ჩემთვის, რომ საერთოდ არანაირი ინტერესთა კონფლიქტი არ არის. პირიქით, ეს არის საქართველოს ინტერესებისთვის ბრძოლის გაძლიერება“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი