ირაკლი კობახიძე: აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალი ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ არის ნათელი გზავნილი, რომ შეერთებული შტატები არ აპირებს საქართველოს მარტო დატოვებას
02-08-2017, 05:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის ვიზიტს ეხმაურება.

 

 

როგორც კობახიძე საგანგებოდ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალი ინტერესი საქართველოს მიმართ, „არის ნათელი გზავნილი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ აპირებს საქართველოს მარტო დატოვებას რთული გამოწვევების წინაშე".

 

 

„ჩვენი ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორისა და მეგობრის, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ვიზიტმა დაადასტურა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს რეგიონში მთავარ მოკავშირედ, სანდო პარტნიორად და ერთგულ მეგობრად განიხილავს. ვიცე-პრეზიდენტმა მკაფიო და მტკიცე მეგობრული გზავნილები გადასცა ჩვენს ხალხს.

 

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე თვეში, პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაციის მაღალი ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ არის ნათელი გზავნილი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ აპირებს საქართველოს მარტო დატოვებას რთული გამოწვევების წინაშე.

 

 

ვიცე-პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია გეგმავს აქტიურ თანამშრომლობას მოქმედ ხელისუფლებასთან და მმართველ პოლიტიკურ გუნდთან, რომლის მმართველობის პირობებში, მაიკ პენსის განცხადებით, ქვეყნის განვითარების ბოლო 5 წელიწადი განსაკუთრებით წარმატებული იყო.

 

 

ეს არის საქართველოს ხელისუფლების საქმიანობის უპრეცედენტო შეფასება, რომელიც გვაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას, გავაგრძელოთ დემოკრატიული რეფორმების განხორციელება, სტაბილური განვითარებით მივაღწიოთ მეტ წარმატებას და ხალხის კეთილდღეობას, რაშიც ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის იმედი უნდა გვქონდეს.

 

 

კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი მაიკ პენსს საქართველოში ვიზიტისა და ჩვენი ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერისთვის", აღნიშნულია ირაკლი კობახიძის განცხადებაში, რომელიც პარლამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი