ეროვნულ გვარდიას აშშ-ის არმიის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალი ესტუმრა
02-08-2017, 07:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ეროვნულ გვარდიას აშშ-ის არმიის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ტომას ბლექსტოკი ესტუმრა. ამერიკელ გენერალს საქართველოს ეროვნული გვარდიის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ჭუმბურიძემ უმასპინძლა.

 

 

შეხვედრას ამერიკული დელეგაციის წევრები და აშშ-საქართველოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის გვარდიებს შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

 

 

ქართველმა გვარდიელებმა სტუმარს ეროვნული გვარდიის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. შეხვედრამდე ამერიკული დელეგაციის წარმომადგენლებმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის თავდადებულ გვარდიელებს პატივი მემორიალთან წუთიერი დუმილით მიაგეს.

 

 

ბრიგადის გენერალი ტომას ბლექსტოკი საქართველოში მრავალეროვნული სწავლების -„ღირსეული პარტნიორი 2017“ ფარგლებში იმყოფება. საქართველოს ეროვნული გვარდია აშშ-ის არმიის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიასთან 1993 წლიდან თანამშრომლობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი