აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთზე სანქციების დაწესებას ხელი მოაწერა
02-08-2017, 10:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თეთრი სახლის ოფიციოზმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთზე სანქციებს აწესებს. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

 


თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, პრეზიდენტმა კანონს ხელი ოთხშაბათ დილით მოაწერა.

 


რუსეთზე, ირანზე და ჩრდილოეთ კორეაზე ახალი სანქციების დაწესებას ცოტა ხნის წინათ შეერთებული შტატების წარმომადგენლობითმა პალატამ უყარა კენჭი, მოგვიანებით კი უკვე ანალოგიური ნაბიჯი აშშ-ის სენატმაც გადადგა.

 


სენატში კანონპროექტი გასულ ხუთშაბათს აბსოლუტური მხარდაჭერით, 92-2-ის წინააღმდეგ გავიდა და იგი პრეზიდენტთან ხელმოსაწერად გადაიგზავნა.

 

 

პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 30 ივლისს, სანქციების საპასუხოდ განაცხადა, რომ 755-მა ამერიკელმა დიპლომატმა უნდა დატოვოს რუსეთი და გამაფრთხილებლად აღნიშნა, რომ ვაშინგტონთან ურთიერთობები შესაძლოა გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მისი ამგვარი განცხადება აშშ-ის სენატის მიერ რუსეთისადმი ახალი სანქციების დაწესებას უკავშირდება.

 


უფრო ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოითხოვა ვაშინგტონისაგან რუსეთში წარმოდგენილ მის საელჩოში სექტემბრისთვის, თანამშრომელთა რაოდენობა 455-ამდე შეემცირებინა, იგივე რაოდენობამდე, რაც რუსეთს ჰყავს აშშ-ში.

 

 

სერგეი ლავროვის უწყებამ ასევე განაცხადა, რომ მიმდინარე წლის 1-ლი აგვისტოდან რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მოსკოვში, დაროჟნოის ქუჩაზე და სერებრიანის ფიჭვნარში ყველა შენობის საწყობების გამოყენების უფლება ჩამოერთმევა.

 

 

Bloomberg-ი წერს, რომ ამჟამად, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები, ცივი ომის შემდეგ, ყველაზე დაბალ ნიშნულზე დგას. 

 

 

კომენტარები: 1
#1   თამაზ
      
მე არ ვიცი ეს სანქცია რა შედეგებზეა გათვლილი, მაგრამ ვიცი ერთირამ, რომ 1) რუსეთმა ბოლო წლებში სწორედ დასავლეთის წყალობით საკმაოდ "მოითქვა სული" იმისათვის, რომ სანქციებისა აღარ ეშინოდეს. 2) რუსი კიდეც რომ დაამშიო, შავ პურს წყალს (ან უკეთეს შემთხვევაში "ვოდკა"-ს) დააყოლებს, თუ ესეც არ ექნა საკუთარ განავალს შეჭამს და სხვის დასაპყრობად მაინც წავა, რადგან დამპყრობლური სულისკვეთება გენში აქვს და ამდენად ნაშიმშილები და კუთხეში მიმწყვდეული კიდევ უფრო საშიშია, მით უმეტეს რომ სტალინის წყალობით მისი სამხედრო ინდუსტრია აღმავლობის გზაზეა და ამჟამად საკმაოდ ძლიერიცაა... ასე რომ მეეჭვება რაღაც მსუბუქ სანქციებს რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს...
2 აგვისტო 2017 19:01
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი