ლევან იზორია გენერალ-ლეიტენანტ, ფრედერიკ ბენ ჰოჯესთან შეხვედრაზე: აგვისტოში შვიდ ამერიკელ გენერალს ველოდებით - თვის მიწურულს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ხელმოწერას ოფიციალურად ვგეგმავთ
03-08-2017, 02:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალს, გენერალ-ლეიტენანტ, ფრედერიკ ბენ ჰოჯესს უმასპინძლა. გენერალ-ლეიტენანტი ფრედერიკ ბენ ჰოჯესი საქართველოში სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის ფარგლებში იმყოფება. ლევან იზორიამ ამერიკელ სტუმარს „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის ორგანიზებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში მისი წვლილი ხაზგასმით აღნიშნა.

 


თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოსა და აშშ-ის შორის 2016 წლის ივლისში „თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების“ თაობაზე ხელმოწერილი მემორანდუმითა და 2016 წლის დეკემბერში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის უსაფრთხოების სფეროში გაფორმებული სამწლიანი ჩარჩო ხელშეკრულებით, თავდაცვის სფეროში ურთიერთობის ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საბრძოლო მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ამოქმედებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის, მდგრადობისა და ტერიტორიული თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, პროგრამის წარმატებით განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ლევან იზორიამ ყურადღება საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებსა და კონკრეტულად, საქართველოს საბრძოლო მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელებაში აშშ-ის ევროპის სარდლობის მხარდაჭერაზე გაამახვილა.

 

 

„აშშ-ის ევროპის სარდლობის მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯესთან ძალიან კარგი, საქმიანი ურთიერთობა გვაქვს. ის საქართველოს მეგობარია. აგვისტოში კიდევ შვიდ ამერიკელ გენერალს ველოდებით და თვის მიწურულს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ხელმოწერას ოფიციალურად ვგეგმავთ. მართალია, ინფრასტრუქრული პროექტები უკვე დავიწყეთ, მაგრამ იმისათვის, რომ ამერიკელმა ინსტრუქტორებმა საწყის ეტაპზე ჩართულობა შეძლონ, იურიდიული საფუძველიც გვექნება. ასე რომ, ის მასშტაბები და დინამიკა, რაც მოცემულ ეტაპზე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან თავდაცვის სფეროში გვაქვს, მომავალში უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს. ეს საქართველოს თითოეული მოქალაქის მეტი უსაფრთხოებისა და დაცულობისთვის კონკრეტული ნაბიჯი იქნება“, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 


უწყების ინფორმაციით, საუბრის ერთ-ერთ თემას საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ვიზიტი წარმოადგენდა; საუბარი შეეხო ასევე, აშშ-ის არმიის შტაბის უფროსის ვიზიტს, რომელიც საქართველოს უახლოეს მომავალში ეწვევა.

 


გენერალ-ლეიტენანტმა ფრედერიკ ბენ ჰოჯესმა მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს კონტრიბუცია და ქართველი მშვიდობისმყოფელების პროფესიონალიზმი კიდევ ერთხელ გაიხსენა.

 


საქართველო ბოლო ქვეყანაა, სადაც ამერიკელი გენერალი ევროპაში აშშ-ის არმიის სარდლის რანგში ვიზიტს ახორციელებს. მისი პირველი ვიზიტიც საქართველოში შედგა. რამდენიმე თვეში გენერალ-ლეიტენანტი ფრედერიკ ბენ ჰოჯესი ევროპაში აშშ-ის არმიის სარდლის პოსტზე საქმიანობას დაასრულებს. 

 

 

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილეები, ლელა ჩიქოვანი და პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი