გიორგი კვირიკაშვილი: მინდა, ქართველი ხალხისა და ყველა ჩვენგანის სახელით მადლობა გადავუხადო პირადად ვიცე პრეზიდენტს და აშშ-ის ადმინისტრაციას ასეთი ხმამაღალი მხარდაჭერისთვის
03-08-2017, 02:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს და აშშ-ის ადმინისტრაციას ასეთი ხმამაღალი და მკაფიო მხარდაჭერისთვის დიდ მადლობას უხდის, - აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის ვიზიტს გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა.

 


პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც პირველი, მთავარი სტრატეგიული პარტნიორის - აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ასეთ მკაფიო მხარდაჭერას უცხადებს ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და საგარეო პრიორიტეტულ მისწრაფებებს.

 


„კიდევ ერთხელ მინდა, ქართველი ხალხისა და რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანის სახელით მადლობა გადავუხადო პირადად ბატონ ვიცე პრეზიდენტს და ამერიკის ადმინისტრაციას ასეთი ხმამაღალი მხარდაჭერისთვის. მინდა, კიდევ ერთხელ კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ჩვენი ხელისუფლების მოსვლის დღიდან ჩვენს მიერ გამოცხადებული სამი მთავარი პრიორიტეტი - უსაფრთხოება და სტაბილურობა; რა თქმა უნდა, დემოკრატია და ადამიანის უფლებების დაცვა; ჩვენი ეკონომიკური განვითარება, რომელმაც საბოლოო ჯამში უნდა მოიტანოს თითოეული მოქალაქისთვის კეთილდღეობა, არის ასე პოზიტიურად შეფასებული. ეს პირველ რიგში არის კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა და კიდევ უფრო მეტი შთაგონება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა მივიყვანოთ გამთლიანებამდე, რა თქმა უნდა მშვიდობიანად და კიდევ უფრო თანმიმდევრულად განვახორციელოთ ჩვენი პრიორიტეტები, რათა ჩვენი ქვეყნისთვის მოვიტანოთ კეთილდღეობა", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 


პრემიერის შეფასებით, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მიერ ასეთი მაღალი ტრიბუნიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხმამაღალი, მკაფიო მხარდაჭერა.

 


„რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს ასევე არის დიდი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ მაქსიმალურად მეტი ძალისხმევა დავხარჯოთ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისთვის და იმ პრობლემების მშვიდობიანად მოგვარებისთვის, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას ასე აწუხებს. ბატონმა ვიცე-პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკისთვის საინტერესო ხდება საქართველოს მეშვეობით ჩვენს რეგიონში ეკონომიკური დამკვიდრება. სწორედ ამ ვიზიტის დროს მოეწერა ხელი ძალიან მსხვილ ამერიკულ კომპანია SSA Marine-სა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" შორის მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ეს კომპანია შემოდის საქართველოში არა მხოლოდ ახალი პორტის ოპერატორად, არამედ ასევე ინვესტორად. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა განვაგრძოთ ჩვენი ძალისხმევა ამ მიმართულებით, რომ რაც შეიძლება მეტი დასავლური მსხვილი კომპანია იყოს წარმოდგენილი საქართველოში", აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი