ლეონიდ კრავჩუკი სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე: თუ არსებობს პრეტენზიები, რომ უკრაინის პრეზიდენტი არ ასრულებს ან არღვევს კანონებს, ყველა საფუძველი არსებობს საერთაშორისო სასამართლოსთვის მიმართვისთვის
03-08-2017, 06:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხს გამოეხმაურა.

 


მისი თქმით, სააკაშვილმა საერთაშორისო სასამართლოს უნდა მიმართოს.

 


„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ბატონ სააკაშვილს ორმაგი მოქალაქეობა არ აქვს. თუ არსებობს კითხვები ან პრეტენზიები, რომ უკრაინის პრეზიდენტი არ ასრულებს ან არღვევს უკრაინულ კანონებს, ყველა საფუძველი არსებობს საერთაშორისო სასამართლოსთვის მიმართვისთვის, რომელმაც გადაწყვეტილება სრულიად სხვა პრინციპების საფუძველზე უნდა მიიღოს, საერთაშორისო კონვენციების გათვალისწინებით.... თუ მას აქვს უკრაინის მოქალაქეობა, მას უკვე უკრაინელად მიიჩნევენ და უკრაინელი ხალხი ირჩევს მას. ამას ხალხს ვერავინ აუკრძალავს, ვერც პირველი პრეზიდენტი, ვერც მეორე და ვერც მესამე. არსებობს ხალხის ნება, კონსტიტუცია და კანონი. როცა ხალხი ირჩევს, დანარჩენი ყველაფერი ხალხს ექვემდებარება. ამიტომ, თუ უკრაინელი ხალხი მიიჩნევს მიხეილ სააკაშვილს უკრაინელად ან ქართული წარმოშობის უკრაინელად და მიიჩნევს, რომ მას უკრაინაში მნიშვნელოვანი თანამდებობა უნდა მიაბაროს და მიაბარებს კიდეც, მე დავექვემდებარები ხალხის ნებას ", აცხადებს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი