ფიქრია ჩიხრაძე: მმართველი გუნდის წარმომადგენლებს დასჩემდათ ასეთ პოზაში ჩადგომა, რომ პრეზიდენტის ნებისმიერ გამონათქვამზე აქვთ უმწვავესი რეაქცია
03-08-2017, 06:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ძალიან სამწუხაროა, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლებს დასჩემდათ ასეთ პოზაში ჩადგომა, რომ პრეზიდენტის ნებისმიერ გამონათქვამზე აქვთ უმწვავესი რეაქცია“, ასე ეხმაურება პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ განცხადებას.

 

 

ფრაქციის განცხადებაზე, რომ მარგველაშვილმა მმართველი პარტიის ლიდერებს შეურაცხყოფა მიაყენა, ჩიხრაძე ასე პასუხობს:

 

 

„ეს ძალიან სამწუხაროა, ეს სწორედ ხაზს უსვამს იმას, რომ მმართველ ძალას, რომელიც საკონსტიტუციო უმრავლესობას ფლობს, გაუჩნდა მართლაც უალტერნატივობის განცდა და მას არ სურს აბოსლუტურად არც ერთი მხარისგან მოისმინოს განსხვავებული აზრი. სწორედ ამაზე საუბრობდა გუშინ პრეზიდენტი მარგველაშვილი, სწორედ ამას უსვამდა ხაზს, რომ ასეთი დამოკიდებულება არის დამახასიათებელი ტოტალიტარული მმართველობის სტილისთვის და რომ ეს აღარ უნდა განმეორდეს არასოდეს ჩვენს რეალობაში. ანუ შეფასება, რომელიც მარგველაშვილმა თავისი პოლიტიკური გამოცდილებიდან მოიყვანა, ერთგვარი ანალიზი შესთავაზა საზოგადოებას, ესეც გადაითარგმნა მათი მხრიდან, როგორც შეურაცხყოფა. შეურაცხყოფა, განსხვავებული აზრის იგნორირება არის სწორედ ის, როდესაც ადამიანები მთელი ამ ხნის განმავლობაში, ისევ და ისევ მმართველი ძალის წარმომდგენლებს ვგულისხმობ, გაურბიან ყველასთან დიალოგს, გაურბიან განსხვავებული აზრის მოსმენას, გაურბიან თანხმობისკენ ნაბიჯების გადადგმას და ეს ხდება როგორც პრეზიდენტთან მიმართებაში, ისე სამოქალაქო საზოგადოებასთან, ისე პოლიტიკურ ოპოზიციასთან და ა.შ“, განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ „რუსთავი 2“-თან საუბრისას. 

 

 

ფრაქცია „ქართული ოცნებამ“ დღეს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას სპეციალური განცხადებით უპასუხა.

 

 

„გუშინ გიორგი მარგველაშვილმა მორიგი შეურაცხყოფა მიაყენა მმართველი პარტიის ლიდერებს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, არ აყვნენ მას და არ უპასუხონ მის შეურაცხმყოფელ განცხადებებს“, აღნიშნულია ფრაქციის განცხადებაში.

 

 

გიორგი მარგველაშვილმა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ საქართველოში დღემდე, პარტია, რომელიც უმრავლესობას მოიპოვებს, მისთვის ნებისმიერი განსხვავებული აზრი მიუღებელი და დასაცინია.

 

 

„კიროვის პარკის” შესასვლელთან იყო დიდი პლაკატი, ბრეჟნევი გვიქნევდა ხელს, სადაც ეწერა: „პარტიისა და ხალხის ურღვევი ერთობა იყო და არის საწინდარი ჩვენი საზოგადოების უძლეველობისა”. ეს იყო შეჯამება იმ აზროვნების, რომ მთელი სინდისი, ჭკუა, გამოცდილება, ხედვა და პატრიოტიზმი თავმოყრილია ერთ გუნდში და დანარჩენი ყველა ან უნდა იყოს ამ გუნდის მსახური, ან თუ არ ემსახურება, ბოლომდე არ მისდევს და ტაშს არ უკრავს, არის ქვეყნის დამაქცეველი, მტერი და რეტროგრადი. ეს არის ის აზროვნების ფორმა, რომელიც ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ გადავძლიეთ და მუდმივად, პარტია, რომელიც მოიპოვებს უმრავლესობას, მისთვის ნებისმიერი განსხვავებული აზრი არის მიუღებელი და დასაცინი....

 

 

საარჩევნო კანონს რომ შევხედოთ, ძალიან ღიად საუბრობენ „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსები, რომ იცით რაშია საქმე, ბონუსი მთავრობას სჭირდება იმისთვის, რომ იყოს სტაბილური ხელისუფლება. ანუ, თუ პარლამენტში არის რამდენიმე პარტია და მათ უნდა შექმნან კოალიცია, თურმე ეს არის ცუდი, რომ ვინმესთან თუ შენ უნდა მოილაპარაკო რაღაც თემაზე, ეს ყოფილა ცუდი. ეს ყოფილა თურმე ქვეყნის სისუსტე, მარგამ, ერთი პარტია თუ არის ძლიერი, ეს არის კარგი. ამ დროს მთელი ევროპული პოლიტიკა სწორედ მოლაპარაკებებზე დგას“, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი