„ბარსელონამ“ ნეიმარის 222 მილიონი ევროს შეძენის წინადადების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა
03-08-2017, 14:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბარსელონას ფორვარდმა ნეიმარმა მისი შეძენის წინადადების 222 მილიონი ევრო გადაიხადა. ინფორმაციას BBC ესპანურ კლუბზე დაყრდნობით ავრცელებს.

 


25 წლის ნეიმარში, „პარი სერ-ჟერმენი“ მსოფლიოში რეკორდულ თანხას იხდის.

 


„ხუთშაბათს შუადღისას ნეიმარის კანონიერი წარმომადგენლები პირადად სტუმრობდნენ კლუბის ოფისებს და ფეხბურთელის სახელით 222 მილიონი ევრო გადაიხადეს კონტრაქტის ცალმხრივ შეწყვეტასთან დაკავშირებით, რამაც გააერთიანა ორივე მხარე“, აღნიშნულია ბარსას განცხადებაში.

 

 

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, „ლა ლიგამ“ უარი განაცხადა ნეიმარის ადვოკატების მიერ ფეხბურთელის შესყიდვის პირობით გათვალისწინებული 222 მილიონი ევროს გადახდაზე.

 


25 წლის ბრაზილიელი პარი სენ-ჟერმენთან (PSG) რეკორდული თანხის კონტრაქტზე აპირებდა ხელმოწერას, მას შემდეგ რაც ნეიმარმა ბარსელონას თავად განუცხადა, რომ გუნდის დატოვება სურდა.

 


ესპანური მედია იუწყება, რომ ლა ლიგას წარმომადგენლების თქმით, პარი სენ ჟერმენი (PSG) არღვევს უეფას სამართლიანი ფინანსური საქმიანობის (FFP) წესებს.

 


„ბარსელონამ“ განაცხადა, რომ პარი სენ-ჟერმენის FFP-ს წესების დარღვევის შესახებ უეფას აცნობებდა.

 


ესპანეთში მოთამაშემ თავისი კონტრაქტიდან საკუთარი თავი თავად უნდა გამოისყიდოს.

 


ეს ხდება „ლა ლიგასთვის“ კონტრაქტით გათვალისწინებული ფულის გადახდით. ამ შემთხვევაში მოთამაშე თავისუფალი იქნება კონტრაქტიდან. ლიგა შემდეგ ფულს გამყიდველ გუნდს აწვდის.

 


როგორც „ლა ლიგამ“ BBC Sport-ს განუცხადა, ნეიმარის ადვოკატები მივიდნენ სადეპოზიტო უზრუნველყოფის გასაწევად, თუმცა „ლა ლიგამ“ უარი განაცხადა გადახდაზე.

 


FFP-ს 2011-12 წლებში დადგენილი წესების თანახმად, ევროპულ გუნდებს არ შეუძლიათ დახარჯონ გამომუშავებულზე 30 მილიონი ევროთი მეტი.

 


„პარი სერ-ჟერმენს“ ყატარი აფინანსებს და ამის გამო „ლა ლიგის“ პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა ფრანგული გუნდი „ფინანსურ დოპინგში“ დაადანაშაულა.

 


ლა ლიგის პრეზიდენტმა AS-ს განუცხადა: „ლა ლიგა მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილმა კლუბებმა, რომლებიც „ფინანსური დოპინგის“ გამოყენებით ეჯიბრებიან ერთმანეთს, შესაძლოა პროფესიული ფეხბურთის სტაბილურობა დაარღვიონ ევროპაში.“

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი