„არმიჰოლში“ CUBIC-ის პროგრამის ხელმძღვანელის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა
04-08-2017, 01:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ საქართველოში აშშ-ის თავდაცვის სისტემის გამოყენებითი ჯგუფის (CUBIC) პროგრამის ხელმძღვანელის უილიამ ქრეივენის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრო. მან უილიამ ქრეივენი საქართველოში თერთმეტწლიანი წარმატებული მისიისთვის გენერალ კვინიტაძის სახელობის უწყებრივი მედლით დააჯილდოვა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ამერიკელ მრჩეველს მადლობის სიგელი და სიმბოლური საჩუქარიც გადასცა. ლევან იზორიამ ამერიკელ თადარიგის პოლკოვნიკს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების, ასევე თავდაცვის ინსტიტუტების გაძლიერების საქმეში მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის მინისტრმა ამერიკელი მრჩევლის წვლილი თავდაცვის სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავებისა და სტრატეგიული დაგეგმარების საქმეში ხაზგასმით აღნიშნა.

 


მათივე განმარტებით, უილიამ ქრეივენს CUBIC-ის პროგრამის ხელმძღვანელის პოზიციაზე თადარიგის პოლკოვნიკი გრეგორი ალან კანატა შეცვლის. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები - ლელა ჩიქოვანი, ზაალ კაპანაძე და ნუკრი გელაშვილი, ასევე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები - პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, ბრიგადის გენერლები - შალვა ჯაბახიძე და ზაზა ჩხაიძე და უწყების სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრშიამერიკელ სამხედრო მრჩეველთა ჯგუფისა და ნატო-„საქართველოსარსებითიპაკეტის (SNGP)წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

 

 

„აშშ-ის თავდაცვის სისტემის გამოყენებითი ჯგუფი (CUBIC) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებს 2003 წლიდან სხვადასხვა მიმართულებით უწევს დახმარებას. მათ შორისაა თავდაცვის ტრანსფორმაციის ჯგუფი, რომელიც ფოკუსირდება სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაზე, თავდაცვის დაგეგმვაზე, პროფესიულ სამხედრო განათლებაზე, ლოგისტიკასა და რესურსების მართვაზე. კუბიკის მეორე ჯგუფი დახმარებას უწევს თავდაცვის ეროვნულ აკადემიას სამეთაურო-საშტაბო კურსის (CGSC) ჩამოყალიბებაში. მესამე ჯგუფი კი, დახმარებას უწევს ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ გაერთიანებული კონფლიქტებისა და ტაქტიკური სიმულაციების პროგრამის JCATS და MILES ტაქტიკური სიმულაციური საშუალებების გამოყენება-უზრუნველყოფაში", აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი